- ჯანდაბა..... დავაგვიანეთ
- ღმერთო რა საშინელებაა. ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი.
- ეს ვინ ჩაიდინა. ამ დროს გარდაცვლილის მშობლები მოვიდნენ
- შვილო, ეს ვინ გაგიკეთა, რა დღეში ჩაგაგდეს. ორივე იტანჯებოდა, ქალი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. გოგონას გვამი კი მორგში.
ხალხი გავფანტეთ და გამოძიება დავიწყეთ, მალე ჟურნალისტებიც მოვიდნენ და როგორც ყოველთვის ტვინი წაიღეს თავიანთი შეკითხვებით.
Flashback
( ნამჯუნი)
- ნამჯუნ მისმინე, ახლა რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, თუ არა და მაშინვე...
- კარგი მითხარი,
- მოკლედ პედოფილი მჭირდება, პოლიციამ სხვა რამეზე უნდა გადაიტანოს ყურადღება, თორემ ასე ჩემს საქმეს ვერ დავასრულებთ, იმედია გახსოვს
- ხო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც იუნგი?
- იმიტომ მე შენზე უფროსი ვარ და უნდა დამემორჩილო. მის ნათქვამზე გავბრაზდი, ესეიგი ჩემზე უფროსი არა? მოიცადე მე შენ გიჩვენებ. ამ საქმეს მალევე მოვრჩები, სიცოცხლეს გამოგასალმებ... ქაი.
- მე ვიცი ვისაც უნდა ვენდოთ, მაგრამ ამას ფულის გარეშე არ გააკეთებს
- ფული არაა პრობლემა დაურეკე და უთხარი მოვიდეს.
- კარგი... ნომერს ვკრიბავ და ვრეკავ
- გისმენთ, გაისმა მკაცრი ხმა.
- მე ვარ ნამჯუნი.... ჩემთან მოდი საქმე მაქვს. ცოტა ხანში ისიც მოვიდა.
- რისთვის დამიბარე?
- ქაი გაიცანი ეს პარკ ჯი ჰიონია, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
- მოკლედ ვინმე უნდა მოკლა, ყურადღება უნდა მიიქციო, მკვლელობები ჩაიდინო, ამისთვის კი საკმაოდ დიდ თანხას გადაგიხდით.
- თქვენს გვერდით მიგულეთ, დიდი ხანია არავინ მომიკლავს.
End of flashback
( ჯონქუქი)
- ახლა ესღა გვაკლდა, ინტერვიუში განვაცხადე რომ მშობლებმა ბავშვები გვიან არსად გაუშვან, სანამ დაღამდება ყველა სახლში უნდა იყოს, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნება. მე ჩემი სათქმელი დავამთავრე და გამოძიებას შევუდექი.
( ანო)
დილით მზის სხივები მაღვიძებს. ცოტა ხანი ლოგინში ვკოტრიალობ, შემდეგ კი ვემზადები წასასვლელად. დრო კიდევ მაქვს, ამიტომ ტელევიზორს ვრთავ და საინფორმაციოს ვუსმენ
- გუშინ საღამოს სეულის ერთ ერთ ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, როგორც გავიგე პედოფილმა გოგოს მუცლის არეში თორმეტი ჭრილობა დანით მიაყენა. ამ დროს ყავა ლამის გადამცდა, ხმას უფრო ავუწიე
- სამართალდამცავები მოგვიწოდებენ რომ საღამოს შემდეგ სახლებში დავრჩეთ, რომ საფრთხე არ დაგვემუქროს. ტელევიზორი გამოვრთე და განყოფილებაში გავექანე.
- მამა რაც გავიგე სიმართლეა?
- სამწუხაროდ კი
- ღმერთო რა საშინელებაა და რამე გაარკვიეთ?
- ჯერ ვერაფერი, კამერებში ჩანს როგორ გამორბის გოგო შემდეგ ეცემა და ის ვიღაც კი დანას უმოწყალოდ ურტყამს.
- გოგონას მტრები ჰყავდა?
- არა მშობლებმა თქვეს რომ მტრები არ ჰყოლია.
- ღმერთო გაძლება მომეცი. რას ვიწყებდი აქ მუშაობას ამერჩია რამე სხვა. დავიწყე წუწუნი.
( იუნგი)
დილით ადგომა ძალიან მეზარება, ამიტომ შუა დღემდე ლოგინში ვარ. ზოზინით ვდგები და სააბაზანოში შევდივარ, შხაპს ვიღებ და მალევე გამოვდივარ. ტელევიზორი ჩართულია და შემთხვევით ყური მოვკარი საინფორმაციოს, რაღაც მსვლელობაზე საუბრობდნენ ამან დიდად არ დამაიმტერესა და გამოვრთე. შემდეგ კი მამაჩემის ბაზაში წავედი.
- ჰეი ჯიმინშე რაფერ ხარ
- ბიჭო ახალ ამბებს უსმინე?
გუშინ ღამე ვიღაც გოგო მოუკლავთ ქუჩაში.
- აა კი მერე
- რა მერე უცნაურად არ გეჩვენება? გუშინ ნამჯუნმა და ქაიმ რაღაც ითათბირეს, არაა გამორიცხული რომ მათი ხელი იყოს გარეული.
- კარგი რა. ამ დროს გვერდით გავიხედე და
- შენ? აქ რა გინდა, ვეკითხები ბრაზიანი და მკაცრი ხმით
- რა იყო არ შეიძლება ძმაკაცს მივაკითხო? მეუბნება სიცილნარევი ხმით.
- შენ აქ რა გინდა? ჩაერია ჯიმინიც
- შვილო რამხელა გაზრდილხარ, სულ მე დამემსგავსე
- გადი და თვალით არ დამენახო
- ჰაჰ გავალ ოღონდ ჯერ ჩემს საქმეს მოვრჩები, ტრადიციას არ ვარღვევ ხო გახსოვს შენს შეყვარებულს რაც ვუქენი? ამ დროს ტვინში ამასხა და ჯი ჰიონს მუშტი გავუქანე
- როგორ ბედავ და ამ საშინელ მომენტს ახსენებ, ჯიმინი შენი შვილი არაა? მიპასუხე. მას საყელოში ჩავავლე ხელი, მაგრამ თავი დაიხსნა და ახლა ავტეხეთ ნამდვილი ჩხუბი. ერთმანეთს უმოწყალოდ ვურტყამდით, სანამ ჯიმინი არ ჩაერია
- გაჩერდით, ასე ერთმანეთს მოკლავთ, ჯი ჰიონ გაეთრიე და აქ აღარ დაბრუნდე. უღრიალა ჯიმინმა და წავიდა.
- ძმაო კარგად ხარ?
- კი ჯიმინ კი
- რა კი ბიჭო სახე რას გიგავს. ჯიმინს მკვლელი სახით შევხედე
![](https://img.wattpad.com/cover/176595210-288-k146547.jpg)
VOUS LISEZ
სიყვარული კრიმინალის სანაცვლოდ (დასრულებული)
Fantasyკრიმინალური ბანდის უფროსის შვილი და პოლიციელის ქალიშვილი, მათი ურთიერთობა დიდ ამბიზიებში გადაიზრდება დანარჩენს ფიკში იხილავთ.