17 თავი

421 48 0
                                    

( ჯონქუქი) 
- იუნგი?  შენ ცოცხალი ხარ? 
( იუნგი) 
რომესაც ჯიმინი სახლში შემოვიდა სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავდა ლამის გამჭყლიტა ისე მაგრად მეხუტებოდა. ამ დროს კარები ჯონქუქმა შემოაღო. სახეზე ფერი დავკარგე, ის რა ჯიმინს უთვალთვალებდა? 
- იუნგი?  ცოცხალი ხარ? 
- როგორც ხედავ კი ცოცხალი ვარ.
- კი მაგრამ შენ ხომ...
- თქვენგან თავი ძლივს დავაღწიე, შემდეგ კი აქ დავსახლდი.
- შუგა ვერ წარმოიდგენ ანოს როგორ გაუხარდება შენი ნახვა.
- ჯიმინ ეს დაუშვებელია ანომ არ უნდა გაიგოს რომ ცოცხალი ვარ.
- რატომ მას სრული უფლება აქვს იცოდეს
- ასე ხომ ნამჯუნიც გაიგებს ეს კი არ მაწყობს. ამ დროის მანძილზე ჯონქუქი ჩუმად გვისმენდა.
- ჯონქუქ შენ რა აზრის ხარ?  იკითხა ჯიმინმა
- მე? იუნგის ვეთანხმები ანომ ჯერ არ უნდა გაიგოს... როცა დრო მოვა აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს.
- კარგით, იმედია ამ სამ თვეში რამე ისეთი არ მომხდარა რაც ჩემს გეგმას ჩაშლის
- რა გეგმას? 
- სამი თვის განმავლობაში გეგმას ვაწყობდი.
- იუნგი ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს.... პოლიციაში შემოგზავნილი კაცი გვყავს, მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიეთ ვინ არის.
- ამ საქმეს ვიცი ვინც მიხედავს.
- ვინ? 
- კიმ სეოკ ჯინი, ამ სახლის პატრონი, კარგი ბიჭია ის რომ არა ახლა ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი. ამ დროს ჯინი შემოვიდა.
- აქ რა ხდება? 
- ბიჭებო გაიცანით ეს არის ჯინი.
- ჯინ მოდი დაჯექი შენთან საქმე გვაქვს. ჯინს ყველაფერი ავუხსნით, ცოტა ხანი დუმდა
- მე თანახმა ვარ, იმ შემთხვევაში თუ ამაში ჯიმინიც დამეხმარება
- შენს გვერდით მიგულე.
- როგორ დაადგინეთ რომ ვიღაც გღალატობდათ? 
- მან საცავი გატეხა, შემდეგ კი ნამჯუნის ყველა საბუთები და მტკიცებულებები გაქრა. მას ვერ ვპოულობთ ამიტომ დავეჭვდით და შემდეგ მივხვდით რომ ვიღაც გვღალატობდა.
- ჯანდაბა, თუ სამხილები გაუჩინარდა მისი დაკავება გაგვიჭირდება.
- ხო ასეა სამწუხაროდ.
- ერთადერთი გამოსავალი რაც დარჩა ნამჯუნი უნდა ვიპოვოთ და დანაშაული თავისივე პირით ვაღიარებინოთ ეს იქნება ცოცხალი საბუთი და ნამჯუნსაც დააკავებენ.
- იუნგი შეიძლება ერთი წუთით ცალკე ოთახში გავიდეთ?  მკითხა ჯონქუქმა
- რა თქმა უნდა. მე მას გავყევი და საძინებელში შევედით.
- იუნგი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი
- ეს ანოს ეხება? 
- არა შენ უფრო გეხება... გახსოვს კიმ თეჰიონი რომ დააკავეს? 
- ხო მერე
- ის შენი ძმაა.
- რაა?  ეს ხომ შეუძლებელია, როგორ შეიძლება თეჰიონი ჩემი ძმა იყოს. არ მჯერა.
- როდესაც შენი უდანაშაულობა დამტკიცდა იმ ბიჭმა ყველაფერი მოგვიყვა. ნამჯუნმა შენ და თეჰიონი დაგაშორათ. თაე ბავშვთა სახლში გაიზარდა სადაც მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა. ლუსი. ლუსის პირადად ვესაუბრე. მან მითხრა რომ თქვენს შესახებ დიდი ხანი იცოდა ყველაფერი, მაგრამ მალავდა რადგან ნამჯუნმა ის დააშინა. მან ვეღარ გაბედა ამის თქმა. მაგრამ ცდილობდა რომ სულ ერთად ყოფილიყავით, სწორედ ამიტომ მოხვდით ერთად ერთ ბანდაში. ჯონქუქი ამას მიყვებოდა და მე ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ძმა მყავდა.
- ანუ კიმ თეჰიონი ჩემი ძმაა?  ეს სიმართლეა? 
- კი სიმართლეა. თვალებზე ცრემლები მომადგა, ვეღარ შევიკავე და ნება მივეცი ჩემს სახეზე უგზოუკვლოდ წასულიყვნენ.
- მე ის უნდა ვნახო
- არა ამას ვერ შეძლებ, ხვალ სასამართლოა შეგიძლია იქ მოხვიდე მაგრამ იცოდე შეუმჩნევლად უნდა იყო არავინ უნდა იეჭვოს რომ ცოცხალი ხარ.
- ანო ხომ კარგად არის? 
- არა სულ შენზე ლაპარაკობს, ერთხელ ისიც კი თქვა სასაფლაოზე მისი სურნელი ვიგრძენიო
- ხო იქ ვიყავი მაგრამ არ დავუნახივარ
- უფრო ფრთხილად უნდა იყო. აღარ მინდა ანო ამ ბინძურ საქმეებში გავრიო. ამიტომ ჯობია რომ მან არაფერი იცოდეს.
მე და ჯონქუქი ოთახიდან გამოვედით და ჯიმინთან მივედი.
- შუგა ანომ დამირეკა ჩვენი წასვლის დროა. თორემ რამეს იეჭვებს. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავაცილე
- ჯიმინ გთხოვ ანოს მიხედე და ჩემს მაგივრად ისე ჩაეხუტე თითქოს სამი თვეა არ გინახავს. მართალია მხოლოდ ეს ვუთხარი
რადგან ხომ არ ვეტყოდი ჩემს მაგივრად აკოცე მეთქი, ეს უცნაური იქნებოდა.
( ჯიმინი) 
- რა კარგია რომ იუნგი დაგვიბრუნდა
- ჰომ მაგრამ ცუდია როდესაც იცი რომ ის ცოცხალია და არ შეგიძლია ეს შენს საყვარელ ადამიანს გააგებინო რადგან ამას საქმე მოითხოვს.
- მე ანოსთან წავალ. ვუთხარი ჯონქუქს და ჩემს მანქანაში ჩავჯექი. უეცრად გაწვიმდა. გზა ძლივს ჩანდა. უცებ ტელეფონიდან წერილი მოვიდა.
- ჯიმინ ანო ვარ გთხოვ სასაფლაოზე მოდი
- კი მაგრამ სულ რაღაც სამი საათის წინ ხომ ვიყავით?  ანდა ასეთ წვიმაში რა გინდა სასაფლაოზე? 
- რადგან ვერ ველევი იუნგის, ერთადერთი რაც გამოსავალია ისაა რომ იუნგიმ ჩემი ცრემლები არ ნახოს.
- კარგი დამელოდე გთხოვ თავი რამეს შეაფარე ძალიან წვიმს და თან ცივა ალბათ.
ღმერთო რას აკეთებს ეს გოგო. არ მეგონა ერთმანეთი ასე ძალიან თუ უყვარდათ. ახლა როგორ შევძლებ მის ნახვას, როდესაც მის სევდიან სახეს შევყურებ გული მიკვდება.
ქოლგას ხელი დავავლე და ანოსთან წავედი.
წვიმაში იდგა ქოლგა ამოვიღე და მანქანიდან გადმოვედი.

სიყვარული კრიმინალის სანაცვლოდ (დასრულებული)  Donde viven las historias. Descúbrelo ahora