18 თავი

423 46 1
                                    

- ხომ გითხარი თუ საიდუმლოს გაამხელდი მოგკლავდი. შენს თავს დააბრალე რაც მოხდება.
( ლუსი) 
წერილი წავიკითხო თუ არა მაშინვე შიშმა შემიპყრო, რაც მგონი ჯიმინსაც არ გამორჩენია.
- ლუსი სახეზე ფერი არ გადევს, კარგად ხარ? 
- ხ..ო კა..რგად ვარ. ვეცადე მეთქვა ისე რომ ეჭვი არ გასჩენოდა მაგრამ შიშმა მაინც თავისი ქნა.
- მე ასე არ მგონია. ტელეფონი ზურგს უკან დავმალე შეუმჩნევლად. მაგრამ ჯიმინმა მაინც დაინახა. რა მხედველობა აქვს ამ ბიჭს.
- ლუსი ტელეფონი მანახე. თავიდან ვიყოყმანე მაგრამ მაინც მივეცი. მან წერილი წაიკითხა და საშინლად გაცოფდა.
- ლუსი ეს ვინ მოგწერა იცი? 
- არა არ ვიცი. ჯიმინ მეშინია... რა მოხდება თუ მართლა მომკლავენ. ტირილი დავიწყე და ჯიმინს ჩავეხუტე.
- ნუ გეშინია მე დაგიცავ, არავის მივცემ შენი მოკვლის საშუალებას.
წამოდი ჯონქუქთან წავიდეთ იქნებ გაარკვიოს ვინ მოგწერა.
- კარგი.
( ჯიმინი) 
აუცილებლად უნდა გავარკვიო ეს ვინ მისწერა, არ ვაცოცხლებ. სულს გავაფრთხობინებ. ლუსი და მე ჯონქუქთან მივედით და ყველაფერი ვუამბე.
- ლუსის საიდუმლოს შესახებ შენი ჯი ჰიონისა და ნამჯუნის გარდა კიდევ ვინმემ იცოდა? 
- არა ეს არავისთვის გამიმხელია.
- გასაგებია მაშინ ეს შესაძლოა ნამჯუნი იყოს. რადგან ჯი ჰიონი მკვდარია. შენს სახლს დაცვას მივუჩენ, ნუ გეშინია ის ვერაფერს დაგიშავებს.
- შემოგზავნილ ადამიანზე რამე გაარკვიეთ?
- ჯერ ვერაფერი, მაგრამ აუცილებლად ვიპოვით.
- ხვალ სიფრთხილე გვმართებს, თეჰიონის სასამართლოა. შესაძლოა ისიც მოვიდეს ვისაც ვეძებთ. რომ ნამჯუნს ინფორმაცია გადასცეს.
- გასაგებია... ჩვენ წავალთ უკვე გვიანია. ანო რას შვრება? 
- ისევ ისეა ცდილობს იუნგიზე არ იფიქროს და საქმეს დაუბრუნდეს მაგრამ არ გამოსდის. რის გამო იტანჯება.
- კარგით ხვალამდე.
( იუნგი) 
- ჰეი შუგა რას აკეთებ არ გეძინება?  მეკითხება ჯინი და თვალებს იფშვნეტს
- რა დროს ძილია. უამრავი საქმეა. შენ რა ქენი გაარკვიე ვინ არის? 
- ჯერ ვერა მაგრამ გავარკვევ.
- ხომ იცი ცოტა დრო გვაქვს.
- ვიცი ხო, შენ რას იზამ ხვალ მიდიხარ სასამართლოზე? 
- კი მას მოკლე პასუხი გავეცი და ლოგინში ჩავწექი. - აღარ გახვალ?  მეძინება. ( მაინც არ ღალატობს ძილს 😂 უწუუ ძილისგუდა.)
მეორე დღე
- დღეს კიმ თეჰიონს გაასამართლებენ, სასამართლო დაიწყება დილის ათ საათზე.
ეუბნება ჯონქუქი ანოს და მის გაღვიძებას ცდილობს.
- აუუ მაა დამაძინე. ჯონქუქს მის საქციელზე ბაჭიასავით ეღიმება, მაგრამ დიდი წვალების შემდეგაც ანო ადგომას არ აპირებს. ამ დროს კი ჰობი შემოდის ოთახში და ჯონქუქს ოთახიდან აგდებს. რადგან მხოლოდ მან იცის როგორ უნდა გააღვიძოს ანო. ჰობი ანოს საწოლთან ჯდება და ყურში ჯერ ჩუმად შემდეგ კი ხმამაღლა უყვირის
- გაიღვიძეეეეეეე
- ააა რა იყო რა ხდება. ანომ თვალები ძლივს გაახილა და როდესღაც ჰობი დაინახა. სახეზე ბრაზი დაეტყო.
- ადექი სასამართლოზე ვაგვიანებთ. ანო ზოზინით დგება და ემზადება. მალე ყველა სასამართლოსკენ აიღებს გეზს.
ჯიმინი ლუსი ჯონქუქი ანო ჰობი იუნგი და ის უცნობი ვინც ნამჯუნს ეხმარება.
ყველა მისულია, კიმ თეჰიონი შემოიყვანეს და ახლა მოსამართლეს ელოდებიან.
( თეჰიონი) 
რატომ მოვიდნენ ჩემს სანახავად?  ხომ ვუთხარი არ მოსულიყვნენ?  ბრაზი მომერიდა, ლუსი აცრემლებული თვალებით მიყურებს, მაგრამ მე თვალს ვარიდებ, რადგან უბრალოდ არ შემიძლია მისი სევდიანი თვალების დანახვა. როდესაც მზერას ვარიდებდი თვალი მოვკარი ერთ სილუეტს. რომელმაც გული ამიჩქარა. მას დაჟინებით შევყურებდი, რადგან მას თითქოს ნაცნობი სახე ჰქონდა. მთლიანად დაბურული იყო, მაგრამ ისე ეცვა რომ მასზე ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა.
- მოსამართლე მობრძანდება გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ. თქვეს თუ არა ყველა ფეხზე წამოდგა. შემდეგ კი დაიწყო პროცესი.
- ჩვენ განვიხილავთ კიმ თეჰიონის საქმეს. მის ადვოკატს ვთხოვ წარადგინოს თავისი სათქმელი.
მე ადვოკატის ნათქვამს დიდად არ ვუსმენდი რადგან ყურადღება იმ სილუეტზე მქონდა გადატანილი რომელსაც წეღან მივშტერებოდი.
ასე ძალიან რატომ მიცემს გული. ნუთუ.... არა ეს შეუძლებელია... ის ხომ
- კიმ თეჰიონ ეთანხმებით იმას რაც თქვენმა ადვოკატმა გვიამბო? 
- დიახ... ეს მე მხოლოდ დასაცავად გავაკეთე. ის გოგოზე
- კარგით საკმარისია შემაწყვეტინა მოსამართლემ. სასამართლოზე ჯი ჰიონის მეგობრები იყვნენ. ერთ ერთმა პრეტენზია წამოაყენა
- ბატონო მოსამართლე ჯი ჰიონი არ ყოფილა მოძალადე. ის ყველას უყვარდა, მისი მოკვლისთვის კი თეჰიონი უნდა დაისაჯოს.
- ჯი ჰიონი მკვლელია, მან ჩემი გოგო მოკლა, ეს პოლიციელებმაც დაამტკიცეს მეტის ღირსიც იყო. ისე უნდა მომკვდარიყო როგორც ჩემი გოგო. გამოესარჩლა გოგოს დედა. ამაზე ატყდა ერთი აყალმაყალი
- სიჩუმე, თქვა მოსამართლემ და ჩაქუჩი რამდენჯერმე დაარტყა მაგიდაზე ( არ ვიცი მაგას რა ჰქვია იმედია მიხვდით 😂)
- ბატონო მოსამართლევ ასევე ცნობილი გახდა რომ ბრალდებული პოლიციელი იყო, რაში დასჭირდებოდა პოლიციელს ვიღაცის მოკვლა როდესაც იცოდა რომ ეს აკრძალული იყო? 
- ანუ თქვენ ამბობთ რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია?
- დიახ ასეა.
ჩემს ფიქრებში გავერთე, ისევ იმ სილუეტს ვაკვირდები, ასე მგონია ვიცნობ, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს?  ეს ძნელი მისახვედრია. ირგვლივაც მყოფ დამსწრეებს ხალხს ვათვალიერებ. ლუსი ჩემზე ღელავს. არადა მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ, სასამართლო სამი საათი გაგრძელდა. საუბრობდნენ იმაზე თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ეს მე დიდად არ მაინტერესებდა რადგან მე ყველაფერი დავკარგე. სამსახური, ძმა, ბავშვობის მეგობარი... რისთვის ღირს ამ ბინძურ ადგილზე ყოფნა. ერთი ხელის მოსმით შემიძლია ჩემი სიცოცხლე მოვსპო და იქ მაინც მოვიპოვებ სიმშვიდეს. აღარავინ მატკენს გულს...
- მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროის მანძილზე შეკავებული ცრემლები უნებართვოდ ჩამომცვივდა სახეზე. ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.
- კიმ თეჰიონი გათავისუფლებულია. არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა რომ თავისუფალი ვყოფილიყავი. ბორკილები მომხსნეს თუ არა ლუსი ჩემსკენ წამოუვიდა ჩასახუტებლად მაგრამ მე ამის უფლება არ მივეცი
- გადი არ მომეკარო. ცივად ვუთხარი და დარბაზი დავტოვე. გარეთ გავედი თუ არა ჟურნალისტები შემეჩეხნენ. ჩემგან ერთად ჯონქუქი იყო. მაგრამ მე მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შევამჩნიე როგორ გამოვიდა ის სილუეტი რომელსაც ამდენი ხანი ვაკვირდებოდი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა ოღონდ უფრო ახლოდან და დანახულმა ძალიან გამაკვირვა.
- ეს ხომ... ბიჭი ადგილს მოწყდა. მე კი აცრემლებული და შოკირებული გავყურებდი როგორ მირბოდა.
- თეჰიონ კარგად ხარ?  მეკითხება ჯონქუქი
- რატომ არ მითხარით?  გაბრაზებული ხმით ვკითხე ჯონქუქს
- რაზე მეკითხები? 
- კარგად იცით რაზეც.
- აქ ამის სალაპარაკო ადგილი არაა. რადგან ჯონქუქმა ეს მითხრა ესეიგი ეს სიმართლეა, იუნგი ცოცხალია, ჩემი ძმა ცოცხალია.
( ჯონქუქი) 
ოხ იუნგი, მაინც შენი გაიტანე. თეჰიონმა ყველაფერი გაიგო. სხვა გზა არ მაქვს უნდა ვუთხრა გეგმის შესახებ.
( ავტორი) 
როდესაც სასამართლო დასრულდა და ყველა გაიფანტა. ვიღაცამ ნამჯუნს ინფორმაცია გადასცა რომ თეჰიონი ციხიდან გაათავისუფლეს. ამან კი ნამჯუნის განრისხება გამოიწვია. მაგრამ როდესაც ნამჯუნს ინფორმაცია შეატყობინეს ამ ორს შორის კიდევ იყო ერთი ვიღაც ვინამაც გაიგო მათი საუბარი
ჯინი ის მათ უსმენდა...მართალია მას არ გაუგია ვის ესაუბრებოდა მაგრამ გაიგო რომ თეჰიონზე ინფორმაცია გადასცა. ის სილუეტს მიუახლოვდა და უკნიდან გათიშა. შემდეგ კი ის საიდუმლოს ადგილზე წაიყვანა რომელიც მარტო ჯინმა და იუნგიმ იცოდნენ.
1 საათის შემდეგ
- გამოფხიზლდა? იუნგი რომელსაც ნახევრად ჩასძინებოდა
- არა ჯერ
- ასეთი რა ჩაარტყი, მიდი ერთი წყალი შეასხი იქნება ეშველოს, მე კი ცოტას წავუძინებ
ჯინი დაღვრემილი ადგა და გოგოს გამოფხიზლება დაიწყო. მაგრამ მასში ისეთმა რამემ შემოაღწია რომ ჯინი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ის გოგოს მშვიდ სახეს აკვირდებოდა. შემდეგ მის ოქროსფერ თმებს თითქოს, მაგრამ მისი გრძნობებიდან გოგონამ გამოაფხიზლა. ამ დროს ჯონქუქი და ჯიმინიც მოვიდნენ. ჯინმა მზერა მათ მიაპყრო.
( ჯონქუქი) 
როდესაც საიდუმლო ადგილზე მივედი ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი მოღალატის ვინაობას. კარები შევაღე თუ არა, მაშინვე სიბრაზემ მომიცვა. ადამიანი რომელთაც ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ შეეძლო.
- ლისაა?  გაკვირვებულმა წამოვიძახე.
- ბატონო ჯონქუქ გთხოვთ დამეხმარეთ. თავს საცოდავად მაჩვენებდა.
- ნუ სულელობ, ყველაფერი ვიცით მოღალატე ხარ. მასთან ახლოს მივედი და ხელი გავარტყი.
- შენ ჩემი ასისტენტი იყავი, ღმერთო ეს აქამდე როგორ ვერ გავიფიქრე, თურმე ცხვირწინ მყოლია და ვერ ვხედავდი. ასეთი რამ როგორ გამიკეთე?  მამაშენი და მე კარგი მეგობრები ვიყავით. ნუნუ ერთხელ მაინც არ გქენჯნიდა სინდისი? 
ესეც ასე ვეცადე ბევრი ვეცადე რომ როგორმე კარგი თავი გამომსვლოდა. იმედია მოგეწონათ. კიდევ რა მაინტერესებს მართალია რომ ბიჭები მომავალი წლისთვის საქართველოში ჩამოდიან? იმედია ეს სიმართლეს ექვემდებარება. 😂😂😂😂😂😂 დიდის მადლობა ვინც კითხულობთ 😘

სიყვარული კრიმინალის სანაცვლოდ (დასრულებული)  حيث تعيش القصص. اكتشف الآن