თავი 6

258 33 0
                                    

პირველი რაც მომივიდა თავში იყო: "ისევ უაზროდ ღადაობს"..

/ჯიმინი\
ძაან სასაცილოა.. ჰა ჰა

/გუქი\
რატომ გგონია რომ გეხუმრები?

/ჯიმინი\
ნეტა რატომ? ორი დღის წინ შენ არ მეუბნებოდი რომ თუ მგონია რომ შენ ჩემი კოცნა გინდა მაშინ დებილი ვარ..

/გუქი\
არ მეგონა რომ შენ ასეთი რეაქცია გექნებოდა.. შენ კანკალებდი.. და თავი შევიკავე!

/ჯიმინი\
შენ მე მარტო 1 კვირაა მიცნობ!

/გუქი\
საერთო გსმენია სიყვარულზე ერთი დანახვით?

/ჯიმინი\
მსმენია.. მაგრამ მე მისი არ მჯერა!

/გუქი\
ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ დაგაჯერებ!

/ჯიმინი\
წარმატებები! თუ გინდა ჩემ გამო თავიც მოიკალი!

ტელეფონი მოვისროლე, დღე საშინლად დამეწყო და ყველაფრის თავიდან მოშორება მინდოდა.. უკვე თავადაც მეცინებოდა იმაზე, თუ რამდენაც ცუდად ვიყავი.
სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩემ ჩალურჯებულ სახეს შევხედე, აი ცრემლებიც, აი ტუჩის კანკალიც.. ცუდად ვარ! ძალიან ცუდად!
მთელი დღე სახლიდან არ გამოვსულვარ. ხან გუქზე ვფიქრობდი, ხან მამაზე და ხანაც დედაჩემზე.. სადღაც საღამოს შვიდი საათი იყო, როდესაც ტელეფონზე ესემესი მოვიდა.

/უცნობი\
ჯიმინ! ტეჰიონი ვარ, მშვიდობაა? რატომ არ იყავი სკოლაში?

/ჯიმინი\
ყველაფერი კარგადაა.. ხვალ ისევ მოვალ!

/ტეჰიონი\
კარგი! გუშინ ცუდი ვქენი რომ მარტო დაგტოვეთ შენ და გუქი!

/ჯიმინი\
რას გულისხმობ?

/ტეჰიონი\
აშკარად რაღაც მოხდა! გუქი თავს მარიდებდა, რაღაცა აწუხებს, შენ კიდევ დღეს სკოლაში არ იყავი! დამთხვევაა?

/ჯიმინი\
ალბათ!

/ტეჰიონი\
მე არ ვფიქრობ ეგრე! იჩხუბეთ?

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now