თავი 12

431 30 25
                                    

ვერასდროს გავიფიქრებდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებასაც თუ ესტუმრებოდა. მთელი ერთი თვე მე და ქუქი ერთად ვიყავით. ვიცოდი რომ ის დღე მალე დადგებოდა, დღე როდესაც მამამისს გაანთავისუფლებდნენ, მაგრამ ეს მე არ მაშინებდა, წლები რომლებიც ციხეში გაატარა ქუქის მამამ, გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მისთვის. როდესაც დადგა დღე როცა ქუქის მამა ბოლოს და ბოლოს უნდა გამოსულიყო ციხიდან, მე ქუქის სახლში ვიყავი. ერთად ფილმს ვუყურებდით.. ჰაჰ, ჟანრი გაინტერესებთ? უჟასი! ქუქი ყოველთვის მას რთავდა მე რომ შემშინებოდა, მე კი როცა მეშინია სულ ვეხუტები ხოლმე, ის კი ამას იყენებს, მაგრამ მეც მომწონს, მიყვარს მისი დაკუნთული სხეულის ჩახუტება.

სკოლას რაც შეეხება ყველაფერი კარგად არის, ყველამ იცის რომ მე და ქუქი ერთად ვართ, ქუქს ეს არასდროს არ დაუმალავს, ჩვეულებრივ დავდივართ ერთად როგორც ჩვეულებრივი შეყვარებულები და გოგოებს ეს მოსწონთ.. ბიჭებიც არ არიან წინააღმდეგნი, ან რას იტყვიან? ქუქს ვინ რას გაუბედავს? 

ვზივართ მე და ქუქი, როგორც ყოველთვის შეშინებული მის მხარს ვარ ამოფარებული და ცალი თვალით ვუყურებ ფილმს, ოთახი ჩაბნელებულია, ქუქი პოპკორნს ახრამუნებს და ეცინება ჩემი შეშინებული სახის გამო.

-გინდა გამოვრთო?-მკითხა მან და მეც მაშინვე დავუქნიე თავი-კარგი კარგი-ლოყაზე მაკოცა და ფილმი გამორთო. მერე შემომიტრიალდა და ჩამეხუტა, მეც ხელები მოვხვიე წელზე და გულმკერდზე თავი დავადე, როგორ მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მეც მეთქვა ის სიტყვები რომლებსაც ის მეუბნება ხოლმე, მაგრამ ვინ მაღირსებს?

ყოველ ჯერზე როცა მას ვეხუტებოდი დანაშაულს ვგრძნობდი.. მე ქუქისგან ყველაფერი მივიღე რაც მინდოდა: თბილი სიტყვები, ყურადღება, სიყვარული.. მე კი.. აი მე კი მარტო შემიძლია მისგან ეს ყველაფერი ავიღო და უბრალოდ ვეხუტო. ეს დაძაბულობა ჩემ საქციელში ქუქმა უკვე დიდი ხანია შეამჩნია, ბევრჯერ უთქვამს რომ ამაზე აღარ მენერვიულა მარა სინდისი თავისას არ აკუნებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 04, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now