თავი 4

244 31 0
                                    

"ალბათ მალე საგიჟეთში მოვხვდები, როგორ მინდა ეს ყველა დღე რაც სკოლაში გავატარე, მხოლოდ კოშმარი იყოს და მეტი არაფერი. გუქი ჩემთანაც კი ფლირტაობს, და ეს ტვინს მირევს.. ის ერთადერთია ვისნც ჩემთან ურთიერთობს, ტეჰიონს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა. არ ვიცი რა ვქნა, ალბათ ინტუიციას ჩავბარდები და გავაკეთებ იმას რაც პირველად მომივა თავში"

მძიმე გულით და ფიქრებით დავხურე დღიური, საჭმელი ჩავათავე და ჩვეულებრივ წავედი სკოლაში. იმ შემთხვევის მერე გუქს საერთოდ არ მოუწერია და არც დამლაპარაკებია, და მის დანახვაზე ისევ ცივლმა ოფლმა დამასხა:
-ეი შენ-დამიძახა ტემ-რა ხდება? თქვენ ორნი რატომ იქცევით ასე?-მე გუქს თვალს არ ვაცილებდი იქამდე სანამ თვითონ არ შემომხედა.
-რა შენი საქმეა? დაეგდე შენ ადგილას და მოკეტე!
-რატომ მეუხეშები? მე უბრალოდ ვიკითხე!
-შენი კითხვები საშინლად გამაღიზიანებელია!
-კაი ხო, თავს დაგანებებთ-ეწყინა ტეს და თავის ადგილზე დაჯდა, მეც ჩემ მერხს მივუჯექი და მალევე ზარი დაირეკა.
სკოლაში არაფერი საინტერესო არ მომხდარა, როდესაც ავტობუსს ველოდებოდი ჩემ წინ გუქის მანქანა გაჩერდა, მინა ჩამოიწია და იქიდან გუქი გამოჩნდა
-დაჯექი, მიგაცილებ სახლამდე-მე თავი ისე დავიჭირე თითქოს არაფერი გამიგონია-პატარავ!- "რაო?" ამჯერად თავი ვერ შევიკავე, წარბი ავწიე და ბიჭს შევხედე, ყველა: გოგოებიც და ბიჭებიც, მე მიყურებდა-უხერხულში ჩაგაგდე ისევ? მაპატიე -ხმამაღლა გადაიხარხარა-დაჯექი! ვის ვეუბნები?-ხმას აუწია, მე ცრემლები მომადგა თვალებზე, მაგრამ თავი შევიკავე ტირილისგან, მანქანას მოვუარე, ჩავჯექი და კარები მთელი ძალით მოვიჯახუნე.
-ბოდიში-როდესაც შუქნიშანთან გავჩერდით მითხრა მან-ალბათ ზედმეტებში გადავედი.. მაგრამ როგორც შევატყვე, შენ გეწყინა რომ არ გაკოცე- "ამ ბიჭს თავში ტვინი ააქვს?" გაბრაზებულმა შევხედე, გონებაში მე მას ვკლავდი, ბოლოს თვალი მოვაშორე მის სიფათს და ფანჯარაში გავიხედე. სადღაც 35 წუთში მან მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა. მე არც შევხედე ისე გავაღე კარები და გარეთ გამოვედი:
-ეი! სახლში არ დამპატიჟებ?- "უყურეთ ერთი ამას, თავი შემოიპატიჟა" თვალები დავაბრიალე, ორივე ხელი სახლიკენ გავწიე და თან დავიხარე, თითქოს ვეუბნებოდი <კეთილი იყოს თქვენი მობრძანება>. გუქი მანქნიდან გამოვიდა, მომიახლოვდა და ხელი თავზე მომითათუნა. მე თავი გავწიე, სახლის კარი შევაღე და მაშინვე დედაჩემი დავინახე, ის შეწუხებული სახით იდგა, მე სულ დამავიწყდა რომ გუქიც ჩვენთან იყო, ჩანთა შემოსასვლელში მოვისროლე და დედაჩემთან მივირბინე:
-გამარჯობათ-თავაზიანად მიესალმა გუქი-რამე მოხდა?-დედაჩემს სახეზე სევდა და წუხილი ეტყობოდა, და ალბათ გუქიც ანერვიულდა. მის კითხვაზე დედაჩემმა მე შემომხედა, ხელები დამიჭირა და ცრემლები გადმოყარა-ჯიმინ, მ.. მამაშენმა დარეკა.

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now