თავი 5

246 34 2
                                    

"ნუთუ მოვიდა?".. არ ვიცი იმ მომენტში რა გრძნობა დამეუფლა, ყველაფერი ერთმანეთში ამერია: სიხარული, შიში, სევდა, წუხილი. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ, წამიერად თვალწინ ჩამირბინა. ჩემ თავს ვერ ვიტანდი, მხოლოდ იმის გამო რომ მამაჩემმა მიგვატოვა, და ეხლა როდესაც ის დაბრუნდა და კარს იქით დგას, არ ვიცი რა გავაკეთო.. "ის დაბრუნდა? სამუდამოდ დაბრუნდა?" ცრემლები გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ, და სხეული კანკალს იწყებდა. თითი კარისკენ გავიშვირე და გუქს შევხედე, ის მაშინვე დამემორჩილა და კარების გაღებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს დედაჩემი საძინებლიდან გამოვიდა:
-მე გავაღებ!-მაშინვე კარისკენ გაიქცა და გუქს ხელი ჰკრა.

მე უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, გული ისე სწრაფად და ხმამაღლა მიცემდა, რომ ალბათ მალე საგულედან ამომივარდებოდა, ტანის სიმძიმეს ფეხებმა ვეღარ გაუძლო და ჩავიკეცე, გუქი მაშინვე მომივარდა სკამზე დამსვა..
დედაჩემი უკვე კარებს აღებს, ცოტაც და.. სახლში ლოთი მამაჩემი შემოდის: ის ორი კვირის გაუპარსავი იყო, თმა-აჯეჯილი და დახეთქილი ტუჩები, რომლებზეც ქაფი ჩამოსდიოდა, გაწითლებული თვალები ქონდა და ბინძური ტანსაცმელი ეცვა. ხელში ბოთლი ეჭირა და ფეხზე ძლივს იდგა:
-აბა-დაიწყო მან, თან წაბორძიკდა-სად არის ჩემი უვარგისი ცოლ-შვილი?

"მე მართლაც უვარგისი ვარ! მაგრამ დედაჩემი..?" მამაჩემი ძალიან სასტიკი ადამიანი იყო. რაც შეეძლო, ყველაფერს აკრიტიკებდა, და იმ ექვსი წელში, რაც ერთად გავატარეთ, ერთხელაც არ უთქვამ რომ ვუყვარვარ!

-რისთვის მოხვედი?-დედაჩემი ტიროდა, მისი ცრემლების დანახვაზე, მე უფრო ცუდად გავხდი, მაგრამ ძალა მოვიკირიბე, ფეხზე წამოვდედი და მის გვერძე დავდექი
-რისთვის ნეტა? შენი და ჯიმინის სანახავად.. რაღაც არ მომწონს ასე რომ დამხვდით!
-მეც არ მომწონს რომ მთვრალი მოხვედი!-არ ჩამოურჩა დედაჩემი
-უყურეთ ამას!-თითი დედაჩემისკენ გაიშვირა-როგორც ჩანს გამითამამდი! არ გინდა კიდევ ერთხელ გცემო?

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now