ვინ ხარ?

340 28 20
                                    

-ქაიაჰ წამოდი გავისეირნოთ,დავიღალე სახლში ჯდომით..

-სეჰუნ  ცუდად ვარ...

-რა გჭირს?

-ერთი პარაზიტი მყავს და მაწუხებს.

-ვინ?

-შენ!

-ბოროტო.-ნახევრად შიშველი,გაბუტული სეჰუნი ბალიშს ჩაეხუტა.

-კარგი ჩემო დიდო პარაზიტო არ გამებუტო.-ლოყაზე აკოცა ქაიმ.

-წავიდეთ რა...-კოალასავით შემოეხვია სეჰუნი.

-სად გინდა წასვლა?

-პარკში.

-კარგი ჩაიცვი და წავიდეთ.

მალე ორივე მზად იყო.

მანქანაში ჩასხდნენ და პარკისკენ წავიდნენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


მანქანაში ჩასხდნენ და პარკისკენ წავიდნენ.

-სეჰუნ დამელოდე!

-აუუუ ქაიაააჰ ნახეეე აიი იმ დიდ ხესთან დავჯდეთ.-გახარებული მირბოდა სეჰუნი.

-კარგი ოღონდ ფრთხილად ნუ მირბიხარ ასე.-სეჰუნი ხის ქვეშ დაჯდა და ქაიც მას მიუჯდა.

ერთი საათი მაინც იქნებოდა გასული რაც ასე ისხდნენ და უბრალოდ მომენტით ტკბებოდნენ.

-ქაი...

-გისმენ ანგელოზო.

-დავიღალე...

-სახლში გინდა?

-წავიდეთ რა.

-კარგი წავედით.- ხელი ხელ ჩაკიდებულებმა გადაიარეს მწვანე მინდორზე და მანქანაში ჩასხდნენ.

-სეჰუნ წინ იყურე!-ღრიალებს ქაი და...

ერთი კვირის შემდეგ.

-ექიმო გაიღვიძა?-მაღალი სხეული საავადმყოფოს დერეფანში ანერვიულებული იდგა და ექიმს შესცქეროდა.

-გაიღვიძა...შეგიძლიათ ნახოთ...-დამწუხრებული იყო ექიმი მაგრამ ამისთვის ბიჭს არ მიუქცევია ყურადღება,ახლა მხოლოდ მისი სიყვარულის ნახვა უნდოდა.

პალატაში ნელა შეაბიჯა და საწოლის გვერდით ჩამოჯდა...

-სეჰუნაჰ...კარგად ხარ?!იცი როგორ შემაშინე?!ერთი კვირაა ვერაფერს ვაკეთებ...ერთი კვირა მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და ღმერთს ვთხოვდი რომ გადარჩენილიყავი...სეჰუნაჰ ასე აღარ შემაშინო...მიყვარხარ...

-უკაცრავად მაგრამ ვინ ხართ?

********
იმედი მაქვს მოგეწონებათ.

Memories (დასრულებული)Where stories live. Discover now