ჩემი ანგელოზი ხარ

151 25 24
                                    

-ბატონო სეჰუნ...

-გისმენთ?!

-თქვენი ყოფილი მეუღლე...გარდაიცვალა...-ამის თქმა და სეჰუნის წამიერი გაქვავება  ერთი იყო.
___________________________________________

-მაპატიე ჯონგინ...მაპატიე...მიყვარხარ...ვიცი გითხარი...მეზიზღებითქო...მაგრამ არა...ეს ტყუილი იყო ქაიაჰ...გთხოვ გაახილე თვალები,ჩამეხუტე და მითხარი:"სე მიყვარხარ". გთხოვ ქაიაააჰ.-ბოლო ხმაზე ტიროდა სეჰუნი.

-ახლა მიხვდი ხო ყველაფერს!-უცებ თემინის ყვირილის ხმა გაისმა.

-არ გინდა თემინაჰ.-ხელი მოჰკიდა ბანგჩანმა.

-რომ არ დაშორებოდი...დარდისგან და გატეხილი გულით მაინც არ მოკვდებოდა და ეცოდინებოდა,რომ გიყვარდა!არ გაქვს უფლება მის სხეულს შეეხო!

-მე ის მიყვარს...

-სეჰუნ ჯობია წახვიდე...-წამოიძახა დანიელმა.

-ორი წუთით და წავალ...

-დროზე!

-ბემბემ აცადე.-მხარზე ხელი მოჰკიდა იუგიომმა.

-მაპატიე ქაიაჰ...მიყვარხარ...-გაყინულ,ლურჯ ტუჩებზე ჰკოცნის და შორდება.

-სეჰუნ...მან ეს შენთვის გადმომცა.-ჩანიოლმა წერილი გაუწოდა.

-მადლობა ჩანიოლ.

სახლში მივიდა,ოთახში დაჯდა და წერილის კითხვა დაიწყო.

"იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს...მე შენ გპატიობ.თუ ვინმე იკითხავს რატომ გაპატიე...უთხარი,რომ მიყვარდი და იქ...სადღაც ზემოთ...რომელსაც ზეცას უწოდებენ...იქაც მეყვარები"

-ქაიაააჰ! არაააა! ღმერთოოო! დამიბრუნეეეე იიიის!-ყვიროდა სეჰუნი და ლეწავდა ოთახში არსებულ ყველა ნივთს.

- ჩემი ანგელოზი ხარ კიმ ჯონგინ...

-ჯანდაბა!-წამოიყვირა სეჰუნმა.-მადლობა ღმერთს ეს სიზმარი იყო...

-სეჰუნა...კარგად ხარ?!-ჩაეხუტა ქაი.

-ქაიაჰ...მაპატიე...

-ჰეი...რა დაგესიზმრა... მომიყევი სე.

-დამესიზმრა,რომ დავქორწინდით...

-და ეს ცუდია?

-არა ეგ კარგია მაგრამ...დამესიზმრა,რომ ჩვენი ქორწილის 5 წლის თავზე დაგშორდი...გითხარი,რომ შევიცვალე...ჩემ გრძნობებთან ერთად...და შენ ხეიბარი იყავი და ამით დავიღალეთქო...-ატირდა სეჰუნი.

-ჩშშშ,პატარავ...არ იტირო...ხედავ?! არც ხეიბარი ვარ და თან შენს გვერდით ვწევარ...არ იტირო გთხოვ.-ძლიერად ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

-მაპატიე თუ რაიმე ისეთი გაგიკეთე რაც არ მოგეწონა...მიყვარხარ ჯონგინ...გპირდები რომც მითხრან,ან თქვი რომ ჯონგინი არ გიყვარს ან მოკვდებიო...გპირდები სიკვდილს ავირჩევ...ვერასდროს ვიტყვი ამას...რადგან საკუთარ თავზე მეტად შემაყვარე თავი ჯერ კიდევ მაშინ...კაფეში,რომ დაგინახე პირველად.შენი უარყოფა ეს საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს.შენ სულ ჩემი იქნები ქაიაჰ...იმქვეყნადაც კი.

-მეც მიყვარხარ სე...გთხოვ დამშვიდდი...

-გთხოვ..მთელი დღე ასე ჩახუტებულები ვიყოთ...არსად წავიდეთ...გთხოვ.

-კარგი სეჰუნაჰ,მიყვარხარ და ეს კარგად დაიმახსოვრე.

-ოდესმე მითქვამს,რომ ანგელოზი ხარ?!

-კი...თან ბევრჯერ.-ჩაეცინა ქაის.

-ხოდა,კიდევ ვიტყვი...ანგელოზი ხარ კიმ ჯონგინ.

-შენ კი ჩემი ანგელოზი ხარ ო სეჰუნ.

დასასრული

******
მადლობა თითოეულ თქვენგანს...ვინც კითხულობდით და აკომენტარებდით,ავოუთებდით...

@_jisoo__kim_ -შენ მინდა გადაგიხადო მადლობა...შეიძლება იკითხო რატომ მიხდი მადლობასო მაგრამ მე გეტყვი რომ შენი კომენტარები ჩემი სტიმული და მუზა იყო. შეიძლება სულელურად ჟღერს მაგრამ ასეა.❤️

თითოეული თქვენგანის მადლობელი ვარ და მიყვარხართ❤️

იმედი მაქვს მოგეწონათ და მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ფიკთან დაკავშირებით.

Memories (დასრულებული)Where stories live. Discover now