-სეჰუნ გთხოვ წამოდი სახლში!
-არა დანიელ შენ არ გესმის...მე...-ტიროდა და თან შემაღლებულ ადგილზე იდგა.
-ყველაფერი შეგიძლია მომიყვე...ჩამოდი გთხოვ...შენ თავზე თუ არ ფიქრობ ჩემზე,დედაზე,ქაიზე და შენს მეგობრებზე მაინც იფიქრე!
-საშინელი ადამიანი ვარ...მას გული ვატკინე...
-სეჰუნ საერთოდ რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ! ჩამოდი გადავარდები!
-ქაის ვატკინე დანიელ...მე ის მარტო დავტოვე...ვინ იცის რამდენს ტიროდა ჩემი პატარა ... ვინ იცის რა იგრძნო როცა სხვასთან მხედავდა...მე მას ვატკინე...მე ფიცი გავტეხე...მე პირობა დავარღვიე...ვუთხარი,რომ არასდროს მივატოვებდი და მე მივატოვე...
-ყველაფერი გაგახსენდა?!
-ყველაფერი...ყოველი წამი...ყოველი გრძნობა...აფსოლიტურად ყველაფერი...
-ვწუხვარ სე...
-ახლა რა ვქნა? მის გარეშე როგორ ვიცოცხლო?
-გთხოვ ჩამოდი მაგ დაწყევლილი კლდიდან და მერე რამეს მოვიფიქრებთ ბიჭებთან ერთად.
-კარგი...-შემობრუნდა და ძმის მკლავებში მოექცა.
-არასდროს ასე არ შემაშინო სე.
_______________________________________
-დანიელი ვარ კარი გააღე.-კარები თემინმა გააღო.
-თემინ.-ჩაეხუტა სეჰუნი.
-სე შენ...
-ყველაფერი გამახსენდა თე.
-ჩემი სესე დაბრუნდააა.-იყვირა და თვითონაც ჩაეხუტა მაღალს.
-ბიჭებოოო!-შევარდა სეჰუნი მისაღებ ოთახში.
-სეჰუნაააჰ.-ბიჭები მოეხვივნენ სეჰუნს.
-როგორ მომენატრეთ.
-ჩვენც მოგვენატრე მაკნევ.
-ანუ ყველაფერი გახსოვს?!
-ყველაფერი...ერთი დღის წინ ჩემი და ქაის სახლში ვიყავი, ყველაფერი ვნახე,ყველა ფოტო,დეტალი და მაშინვე გამახსენდა...თითქოს კინოს კადრებივით გამიელვა თავში,ყველა გრძნობა დამიბრუნდა...
-ქაის დავურეკოთ!-წამოიყვირა ჯენომ.
-არა...
-რატო სე?!-ჰკითხა ბობიმ.
-მინდა მასთან წავიდე.
-მე მოვაგვარებ ყველაფერს და ყველა ერთად წავალთ იაპონიაში.
-მართლაა?!
-ჰო სე.
-მადლობა მინჰო.
-რა მადლობა ამას ველოდებოდით ყველა უკვე ამდენი ხანია.-ჩაეცინათ ბიჭებს.
__________________________________________
ორი დღის შემდეგ.
-ბარგი ჩაალაგეთ?! ხვალ დილით მივფრინავთ.
-მე უკვე ჩავალაგე.
-ჰან მთელი ცხოვრება იქ კიარ უნდა გავატაროთ.
-ფელიქს შენც გეხება ეგ.
-რაიყო?!არ მოგვაქვს ბევრი არაფერი.
-არა საერთოდ...
-ბევრი არა უბრალოდ სამ-სამი ჩემოდანი მოგაქვთ.
-ოოო დაგვანებეთ თავი.
-წადით ახლა ყველა! გამოიძინეთ და ხვალ 7 საათზე ყველა ფეხზე იყავით თორე სათოთაოდ ჩამოგივლით და ცივ წყალს გადაგასხავთ!
-მინჰო რა მკაცრი ხარ რაიყო.-გაეცინა თემინს.
-მე შენ განახებ სიმკაცრეს ხვალ ღამე.
-არ დამინდობ?
-არა.
-ეი თქვენ ორნი!წადით რა და ოთახში განიხილეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება.-ბალიში გაუქანა ჩანბინმა მინჰოს.
-ჩანბინ ამ ბალიშს...
-ვიცი ჩამთხრი.-გაეცინა და ოთახში შევარდა.
-პატარა ბავშვი.
******