-ღმერთო რატომ მსჯი ასე?!რა დავაშავე ამისთანა რომ ახლა ასე ვიტანჯები?!რატომ დაივიწყა ის ბედნიერი წუთები, დღეები,წლები რაც ერთად გავატარეთ...აღარ შემიძლია აღარ! აღარ მინდა ამ ქვეყნად ვიყო როდესაც ვიცი რომ სეჰუნს დავავიწყდი და ახლა სხვა უყვარს!-ჩაბნელებულ სახლში დადიოდა აქეთ იქით და ყვიროდა,შემდეგ ბოთლიც კი აიღო და სიბრაზისგან კედელს ესროლა.
-ჯონგინ კარი გააღე!-გარედან ვიღაცის ხმა გაისმა.
-ვინ ჯანდაბა ხარ!-დაუღრიალა.
-კარი გააღე!
-ახლავე... თემინ...-ძლიერად მოეხვია საუკეთესო მეგობარს.
-მომენატრე დათუნიავ.
-როდის ჩამოხვედი?!
-დღეს და სეჰუნის ძმამ დამირეკა... ყველაფერი მომიყვა.
-თემინ მან დამივიწყა...სხვა უყვარს თემინ! გესმის?! სხვა უყვარს...-ტიროდა და თან ძლიერად ეხვეოდა მონატრებულ მეგობარს.
-ქაი ყველაფერი კარგად იქნება,დამიჯერე.
-რამდენი ხანია ამ სახელით არავის მოუმართავს ჩემთვის... მომენატრე.
-მეც მომენატრე პატარა დათვო.
_________________________________________
-დედა იმ ბიჭს იცნობ?!-სეჰუნი და დედამისი მისაღებ ოთახში სავარძელზე იჯდნენ და საუბრობდნენ.
-ვინ ბიჭს?!
-მე ვინც გადამარჩინა.
-უბრალოდ ძველი ნაცნობია,მეტი არაფერი.
-ჰომ მეტი არაფერი.-ცინიკურად ჩაილაპარაკა სეჰუნის ძმამ.
-გაჩუმდი და ახლავე ოთახში ადი!-დაიყვირა ქალმა.
-ძალიან გაინტერესებს ვინ არის ეგ ბიჭი სეჰუნ?!
-კი...
-გაჩუმდი!-ყვიროდა ქალი.
-არ გავჩუმდები! მან უნდა იცოდეს!სეჰუნ ის შენი შეყვარებულია,თქვენ 5 წელია ერთად ხართ! ერთად ცხოვრობდით! ბედნიერები იყავით მაგრამ შემდეგ ავარიაში მოყევით! ის გადარჩა მაგრამ შენ მეხსიერება დაკარგე!ახლა ხვდები რატომ გაიქცა როდესაც გაიგო რომ ლისა შეგიყვარდა?!-ღრიალებდა მაღალი სხეული და თან უყურებდა სეჰუნს რომელსაც თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.