-იუგიომ გაჩერდი!
-თემინ წადი! ბიჭები გელოდებიან.
-ვილაპარაკოთ გთხოვ...
-აჰ...კარგი.-იქვე სკამზე ჩამოჯდნენ და ლაპარაკი დაიწყეს.
-ჯერ ცოლს დავშორდი იმის გამო,რომ ბემბემი მიყვარს და ვერ ვიყავი იმ თანაც, ქალთან რომელიც არ მიყვარდა ამის გამო მამაჩემი და მამამისი სიკვდილით მემუქრებოდნენ და ზუსტად ორ წელში კი საკუთარი შვილი მომიკლეს...ბემბემზე ვფიქრობდი დღე და ღამე...ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის...მერე მუშაობა დავიწყე და ფული,რომ ვიშოვე აქ ჩამოსვლა და ბემბემის ნახვა გადავწყვიტე...ვიფიქრე ერთადერთი ნათელი წერტილი მაინც არის ჩემს ცხოვრებაშითქო და დღეს...ესეც კი გაშავდა...
-იუგიომ ვწუხვარ შენი შვილის გამო და საერთოდ ყველაფრის გამო...
-მეც ვწუხვარ...არ ვიცი რა გავაკეთო...ახლა რაღა დამრჩა?!
-მე! და არამარტო მე...ბიჭებიც შენთან ვართ...წამოდი გთხოვ ქაისთან და სესთან სახლში დავბრუნდეთ...
-არა,ვერ წამოვალ მანდ...რამე იაფიან სასტუმროში დავბინავდები და მერე ალბათ ისევ იქ დავბრუნდები.
-მშვენივრად იცი, რომ იქ თუ დაბეუნდები არ გაცოცხლებენ!
-ვიცი და მაგიტომ დავბრუნდები.
-იუგიომ!
-არა თემიმ,წადი.
-გთხოოვ...
-თემინ თუ გიყვარვარ გთხოვ დაბრუნდი.
-კარგი ... მაგრამ ბოლოჯერ მაინც ჩაგეხუტები...
-მოდი.-ძლიერად მოეხვივნენ ერთმანეთს და შემდეგ ორივე საპირისპირო მხარეს წავიდა.
________________________________________
-ეს რა გაააკეთე შე ნაბიჭვარო!-სახლში შესვლისთანავე დაიწყო ყვირილი თემინმა.
-თემინ მშვიდად...
-მინჰო ეცდები ჩემ შეჩერებას და მოგკლავ!
-ჯანდაბა...
-ბემბემ შე ნაბიჭვარო! იცი ახლა რა გააკეთეეე?! მეგობარი მომიკალი!საბოლოოდ მომიკალი!შენც მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ მაგრამ ამას არ გაპატიებ! მას ორი ვინმე უყვარდა თავის თავზე მეტად! ერთი თავის შვილი,რომელიც კიარ მოკვდა მამამისმა და სიმამრმა მოუკლა და მეორე შენ,რომელმაც გული ატკინე!რამდენიმე დღეში ისევ უკან ბრუნდება და იქ, რომ ჩავა მამამისი არ აცოცხლებს! შენს ნამუსზე იყოს მისი სიკვდილი ბემბემ!-თემინი უკვე ზღვარს სცდებოდა,ვერავინ აწყნარებდა.
-თემინ გეყოფა!-დაუყვირა ჯონგინმა.
-რატომ ქაი?! რატომ გავჩერდე!
-გთხოვ უბრალოდ დაწყნარდი.-მხარზე ხელი მოკიდა სეჰუნმა.
-ეს რა გავაკეთე ...-ბემბემი იატაკზე მუხლებით დაემხო.
-ბანგჩან მე გითხარი,რომ მომწონხარ მაგრამ ეს აფსურდია...
-კაი კაცო...ვიცი ბემ...წადი იუგიომთან...მე ვუჯინს შევურიგდი...ეს არ მითქვამს ხო?!
-მართლა?! კარგია...ჯენო წამიყვან იუგიომთან?
-აბა რას ვიზავ.
__________________________________________
-ჯენო შენ წადი,არ დამელოდო.
-კარგი,რო რამე დამირეკე.
-კარგი.-ბიჭი შენობაში შევიდა და საბოლოოდ კარის წინ დადგა.
-იუგიომ...კარი გამიღე...-ბიჭი კარებს აღებს და ბემბემი ეჩეხება.
-ბემბემ...
-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი.
-მისმინე მაპატიე ... მე...ვერც კი გავაანალიზე რაც ვთქვი...გთხოვ მაპატიე...-ტირილი დაიწყო.-ვიცი რომ ნაბიჭვარი ვარ,ვიცი მაგრამ ერთი შანსი მომეცი.
-სიმთვრალეში ადამიანები ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ...
-არა იუ...ვფიცავ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ...სამი წლის წინ,როცა გავიგე რომ ცოლი უნდა მოგეყვანა..ჩვენ დავშორდით...ყოველ დაწყევლილ დღეს ვცდილობდი დამევიწყებინე მაგრამ არ შემეძლო...შემდეგ ბანგჩანზე გადავიტანე ყურადღება და ვიფიქრე,რომ მისი წყალობით დაგივიწყებდი...ვფიცავ მიყვარხარ ...ოთახში,რომ დაგინახე მინდოდა ენა ამომეგლიჯა...შემდეგ თემინიც დაბეუნდა...ის ასეთი გაცეცხლებული არ მინახავს ჯერ...ეს ერთხელ მაპატიე...მხოლოდ ერთხელ...