ჩემი ცხოვრების თვრამეტი წელი ვცდილობდი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის! არ მინდოდა, ვიღაც დამხმარებოდა, ვიღაცას შევცოდებოდი, ვიღაცას რაღაც გამოერთმია, როცა ვეღარ შევძლებდი მის დამოუკიდებლად ტარებას. მინდოდა, ისეთი ადამიანების კატეგორიის ნაწილი ვყოფილიყავი, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა არავის იმედი აქვთ და ყოველგვარ სიტუაციაში გამოსავალს თვითონ ეძებენ და პოულობენ, იმის ნაცვლად, რომ სხვას უყურონ და დახმარებას ელოდნენ. თუმცა, ამას ვერასოდეს მივაღწიე.
მშობლები. ძალიან ვუყვარდი ორივეს, ვიცი, მეც ძალიან მიყვარდნენ, მაგრამ მათი მზრუნველობა "მინდა დამოუკიდებელი ვიყო"-ს მინადგურებდა.
"ნარი, თბილად ჩაიცივი, გარეთ წვიმს",
"რა თქმა უნდა, ვიცი, რომ თბილად უნდა ჩავიცვა, დედა",
"ნარი, ღამე გვიან ნუ დაბრუნდები, საშიშია"
"თავის დაცვა შემიძლია, მა",
"ნარი, სიცხე გაქვს, მოდი საჭმელს მე გაჭმევ...."
"დედა უკვე თექვსმეტი წლის ვარ" და მსგავსები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ალბათ, როგორც ყველა სხვის.მეგობრებიც. არ ვიცი, ადამიანებზე როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებდი, მაგრამ მაშინაც და ახლაც, მგონია, რომ ვინც გამიცნობს უჩნდება სურვილი "მომიაროს", თითქოს შუბლზე მაწერია, რომ ჩემით ვერ ვიარსებებ. ამით აიხსენება, ალბათ, ისიც, რომ მეგობრები და ნაცნობები გრძნობდნენ საჭიროებას გზის გადაკვეთის დროს ხელი ჩაეჭიდათ ჩემთვის, მაშინ როდესაც შუქნიშანზე მწვანეა და მე უკვე ზრდასრულ ადამიანად ვითვლები ან გამუდმებით შემახსენონ საჭმლის ჭამა და დანასთან ან უთოსთან ფრთხილად მოპყრობა.
ჩემი მშობლების ავტოავარიის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, თვრამეტი წლის ასაკში მივხვდი, რომ მე, იმ ადამიანების გარეშე ვინც ჩემზე ზრუნავდა, არსებობა არ შემეძლო. ალბათ, მაგიტომაც არასდროს ძილის წინ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა :"ნარი, ხვალ შენ სხვა ხარ, შენ დამოუკიდებელი ხარ", დილას აღარც მახსოვდა ან მეორე ღამის პირობად მეორდებოდა. დაკრძალვიდან დაბრუნებულს სახლში არავინ დამხვდა, რომ ჩემთვის ეთქვა "ხომ გითხარი, რომ გაიყინებოდი, მიდი დაიბანე ხელები და ვჭამოთ, შენ გელოდებოდით". მე აღარავინ მელოდებოდა. მაშინ გავაცნობიერე, არ ვიყავი მზად მარტივი ცხოვრებისეული დაავალებებიც კი დამოუკიდებლად გამეკეთებინა. დღეები ისე გადიოდა საჭმელს ფაქტობრივად არ ვჭამდი, გასაუთოვებელი ტანსაცმლით დავდიოდი, რომელსაც ძლივს ვარჩევდი გასარეცხი ტანსაცმლის გროვაში. მავიწყდებოდა კომუნალურების გადახდა, არ ვიცნობდი არც ერთ მეზობელს, სულ გათავებული იყო შამპუნი, ასანთი, სულ ცარიელი იყო მაცივარი, წარმოდგენა არ მქონდა როგორ მეყიდა საჭმლის ინგრედიენტები და მთავარი, გაუგებარი იყო როგორ ვაპირებდი სწავლის საფასურის დაფარვას, როდესაც ჩემი შემოსავალი არ არსებობდა.

YOU ARE READING
დამალული/Hidden
Fanfictionიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის