პასუხს არ დაველოდე ისე გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე, ღმერთო, როგორ მეგონა, რომ მის სურნელს ვეღარასოდეს ვეღირსებოდი
"ასე აღარასოდეს მოიქცე, გესმის? როგორც გინდა გაბრაზებული იყო ასე არასოდეს მომექცე" მავედრებელი ხმით ვუთხარი და თავი მის მხარს დავადე
"გაბრაზებული არ ვარ" მის ხმაში ვერაინარი ემოცია ვერ ვიგრძენი, არადა მინდოდა ხმით მაინც გამომეცნო მისი შემდეგი ნაბიჯი, მინდოდა მცოდნოდა წინასწარ რას დავლოდებოდი "და ბოდიში, ბავშვივით მოვიქეცი".
"არა, არა შენ არა, ეს მე ვარ ვინც ბოდიში უნდა მოგიხადოს, ალბათ, როგორი უეცარი იყო ეს..." წინადადება ვერ დავასრულე, ნარი გაფაციცებით მიყურებდა, უცებ, ხელი სახეზე დამადო
"ტირი? კარგი რა, იუნგლს, პირობას მარღვევინებ, ხომ შეგპირდი ჩემ გამო არასდროს იტირებ მეთქი და აბა შენს თავს შეხედე" ნაზად მომწმინდა ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები. როცა ასეთი სახით მიყურებდა, ვგრძნობდი როგორ ვაღელვებდი, მის თვალებში ჩემდამი სიყვარულს ნათლად ვხედავდი, თუმცა ყოველთვის არსებობდა 'მაგრამ'.
"მაპატიე, კარგი? უბრალოდ დრო მჭირდებოდა, უნდა მომეწერა, ვიცი".
უნებური ცრემლები იყო, რითაც არ ვიცოდი ჩემი ორგანიზმი რას გამოხატავდა სიხარულს, ნარის პოვნით გამოწვეულს, თუ მწუხარებას, რომ შეიძლება ის ისევ დამეკარგა."არ ვტირი, პირობა არ დაგირღვევია, ეს უბრალო ცრემლებია, სიხარულის" უხეშად მოვიწმინდე დარჩენილი სისველე თვალებდან და ისევ ნარის შევხედე. ხომ შეიძლებოდა კარგი მეფიქრა? ნარის არ უგრძნობინებია არაფერი ცუდი, მაგრამ ჩემი გონება და გული მაინც ცუდისკენ იწევდა, თვალს არ ვწყვეტდი ამ პატარა გოგონას. მინდოდა მაქსიმალურად დამემახსოვრებინა, მეტად შემეგრძნო, რომ დიდხანს გამყოლოდა, თუმცა მისი დავიწყების შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა
"ამმმ...ნუ მომაშტერდი და წამოდი სახლში წავიდეთ, ბნელა და ცივა, სალაპარაკო გვაქვს ორივეს " უსიმოვნოდ დავეთანხმე, ახლოვდებოდა დრო, როცა მინდოდა დავყრუებულიყავი და დავმუნჯებულიყავი. ხელი ჩამკიდა და სასაფლაოდან გავედით
KAMU SEDANG MEMBACA
დამალული/Hidden
Fiksi Penggemarიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის