3 (მინ ჯუნი)

177 24 4
                                    

უკვე ორი საათია რაც ნარის ოპერაციას უკეთებენ და ნერვიულობით ვკვდები. არ ვიცი, საქმე რამდენად სერიოზულადაა და ეს გაურკვევლობა უფრო მაგიჟებს. ექიმები არაფერს მეუბნებიან. წინ და უკან დავდივარ მოსაცდელში და ათას ცუდ რამეს ვფიქრობ. რა მოხდება რომ ვერ გაძლოს? არა! არა! ასე ვერ მოხდება...მერე იუნგი? საცაა მოვა. დარწმუნებული ვარ ჩემზე მეტად ნერვიულობს. თუმცა, არ ვიცი ეს როგორაა შესაძლებელი.
ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. ალბათ, ამიტომაც იპოვეს ერთმანეთი. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ სხვებსაც, იუნგის და ნარის ურთიერთობა ახლოდან ნახონ, ეჭვგარეშეა იფიქრებენ,რომ ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებულები არიან. თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ისე უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ისე ეხებოდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთის შესახებ ისტორიებს ყვებოდნენ ვიფიქრე, ღმერთო, რა შესანიშნავი წყვილია.
უარყოფდნენ რომანტიკულ ურთიერთობას. თუმცა, მე ისე დარწმუნებული ვიყავი, ალბათ, თვითონაც ვერ ხვდებიან მეთქი, გადავწყვიტე ეს მძიმე და საპასუხისმგებლო მისია საკუთარ  თავზე ამეღო, უნდა გაეცნობიერებინათ, რომ ერთმანეთის მიმართ რასაც გრძნობდნენ ეს მხოლოდ მეგობრული სიყვარული არ იყო. ყველა კლიშე რომანტიკული სიტუაცია შევუქმენი რაც მომაფიქრდა:
 რომანტიკული სადილი რესტორანში, წითელი სანთლები, მშვიდი მუსიკა, ორნი დავტოვე, მაგრამ არაფერი... შემიჭამეს ძვირადღირებული საჭმელი და წავიდნენ;
კინოსეანსი მოვაწყვე და  ვაიძულე ხუთი ფილმისთვის ეყურებინათ, ერთი და იგივე შინაარსით: მეგობრები ვერ ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ და გვიან აცნობიერებდნენ ამას, რასაც მერე ნანობდნენ. მშვიდად უყურეს, იხუმრეს და მორჩა.  პოპკორნი შემიჭამეს და წავიდნენ;
მერე, ვიფიქრე, იქნებ ერთმანეთს ვერ უტყდებიან, იქნებ ეშინიათ მეგობრობის დაკარგვის და ცალ-ცალკე გადავწყვიტე დავლაპარაკებდი, ცოტა ალკოჰოლი დავალევინე, უფრო გაუადვილდებათ გულის გადაშლა მეთქი, ვიფიქრე. ორივეს ბევრი მხრიდან მოვუარე, მაგრამ არაფერი... საერთოდ არაფერი;
ბოლოს იუნგის ვაეჭვიანებ მეთქი გადავწყვიტე და ვუთხარი ნარის მგონი ვიღაც ყავს, ბიჭთან ერთად დავინახე, ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული მეთქი. ძალიან გაბრაზდა. ეგ როგორ არ მითხრაო, იქნებ, ცუდი ბიჭია გაიგე ჰიონ ყველაფერიო. ხუმრობით ვკითხე ხომ არ ეჭვიანობ მეთქი, რატომ უნდა ვიეჭვიანო უბრალოდ არ ვენდობი არავის არ მინდა გული ეტკინოსო. 

დამალული/HiddenМесто, где живут истории. Откройте их для себя