მძიმედ გავიდა ერთი კვირა საავადმყოფოში, ფაქტობრივად საწოლიდან ადგომის ნებას არ მაძლევდნენ. ოპერაციიდან მესამე დღეს პალატაში გადამიყვანეს. იუნგისთან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი ოთახი მქონდა, ტელევიზორით და დიდი ფანჯრებით. წიგნები, მობილური, ფილმები, სიმღერები, ყველაფერი მომიტანა მინ ჯუნმა, ჩემს გახალისებას მაქსიმალურად ცდილობდა. თვითონაც აქ იყო, ხან რას მეთამაშებოდა, ხან რას მიყვებოდა, მაგრამ სამსახური ჰქონდა, მეც არ მინდოდა დრო უაზროდ გაეტარებინა საავადმყოფოს სკამზე, დამთრგუნველ გარემოში. პირველი რამდენიმე დღე ტკივილები თითქმის გაუსაძლისი იყო, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, მინ ჯუნმა თუ იცოდა, იუნგიმაც იცოდა და თუ იუნგიმ იცოდა, ის მორბოდა. ამ კვირის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დავრთე ნება მოსულიყო, დავემუქრე, ექიმს ვეტყვი, რომ მაწუხებ და ნაკერების გახსნის საფრთხის ქვეშ მაყენებ მეთქი. ვიდეო ქოლით მირეკავდა დღეში ორჯერ. პირველად, რომ მოვიდა მითხრა ბიჭებს ვუთხარი და ყველაფერი კარგადააო, მაგრამ დანაღვლიანებული ჩანდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწვრილებით მოვაყოლე."არაფერია, იუნგლს ჰიონ, ახლა ხომ კარგად ხართ, შენთან ძალიან ახლოს არიან და ამიტომაც ეწყინათ, და კიდევ შენ სულ ერთი ხარ,ყველგან. იმის გამო ვერავინ გაგამტყუნებს, რომ თავის და სხვების დაცვას შენი გზებით ცდილობ, კარგი?" თავი დამიქნია. მესმოდ მათი გაბრაზება, მაგრამ გამიხარდა ასე ადვილად რომ აპატიეს. შეიძლება მინ იუნგი გარედან ცივი და "არაფერი და არავინ მანაღვლებს" ადამიანი იყო, მაგრამ შინაგანად ძალიან ფაფუკი იყო და ნერვიულობდა ასეთ რაღაცებზე, კარგია ამას ბიჭებიც თუ აცნობიერებდნენ. ვიცი,ნანობდა მთელი ეს წლები რაღაც რომ ჰქონდა რასაც მათ ვერ უზიარებთა, მაგრამ ამას ჩემ დასაცავად აკეთებდა, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ეგონა. ბევრჯერ ვცადე, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრობის ადრეულ ეტაპებზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბითიესი არ იყო ასეთი დიდი, ახლა უფრო ადვილი იქნება, მოდი საჯაროდ გამოვჩნდეთ ხალხს "შემაპარე" მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, ყოველ ჯერზე. ეგ არ მოხდება და დაივიწყეო.
![](https://img.wattpad.com/cover/188366977-288-k611300.jpg)
ESTÁS LEYENDO
დამალული/Hidden
Fanficიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის