ჯიმინის ბრალი იყო ახლა ზუსტად, რომ ვიცოდი ყველანი მისაღებში მელოდებოდნენ. თვითონ დაიწყო. როცა ვინმეს უჭირდა ან რაიმე პრობლემა ჰქონდა საათობით იჯდა მისაღებში და ელოდებოდა, მერე დაისვამდა და სანამ გულს არ გადაუშლიდი არ გეშვებოდა. ყველა ასეთები გაგვხადა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვცხოვრობდით დღეები შეიძლება ისე გასულიყო ერთმანეთი საერთოდ არ გვენახა, მაგრამ თუ ვინმეს უჭირდა, ერთის მაგივრად უკვე ოთხნი, ხუთნი,ექვსნი და თუ ყველას პრობლემა იყო შვიდნი ვისხედით, ან ვლაპარაკობდით ან უბრალოდ ვიცდიდით.
სახლში რომ შევედი სიწყნარე დამხვდა. ჯერ დილის თერთმეტი საათი იყო და რომ არა ზემოთხსენებული ტრადიცია იფიქრებდით სძინავთო. თავი უფრო ცუდად ვიგრძენი. ჩემ გამო მოხდა შეკრება. ფეხსაცმელი დავიხადე და მისაღებში შევედი. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ყველანი. პიჟამოებში. მენეჯერიც იქვე იჯდა, ნამძინარევი სახით. გუშინდელი ტანსაცმელი ეცვა, ალბათ, ჩვენთან დარჩა. პირველად ნამჯუნმა დამინახა
" ჰიონ, ყველაფერი კარგადაა?" შევხედე და თავი დავუქნიე, ჩანთა დავაგდე. არაფერი მითქვამს ისე გავედი სამზარეულოში წყალი დავისხი და გამოვედი
"ჭამეთ?" ვიკითხე, მენეჯერი ფეხზე იდგა.
"იუნგი, მოეშვი სისულელეებს და აგვიხსენი რა ხდება" მკაცრად მითხრა. "გუშინ გიჟივით გადახტი მანქანიდან ნორმალურად ვერ დაგელაპარაკე. მთელი ღამე არ გამოჩენილხარ, მერე შენი ძმა მირეკავს და ბუნდოვან პასუხს მეუბნება ეს დრო საავადმყოფოში გაატარაო, თან მამშვიდებს არავის დაუნახავსო. დარწმუნებული ვარ იმაზე მნიშვნელოვანია შენგან პასუხების მოსმენა ვიდრე ის, ვჭამეთ თუ არა" გაღიზიანებული იყო ვხვდებოდი და მესმოდა. ვინმეს რომ დავენახე უამრავი ჭორი გავრცელდებოდა, სტატია სტატიაზე დაიწერებოდა, ქექვას დაიწყებდნენ, მერე იმასაც აღმოაჩენდნენ ვისთან ვიყავი. სახელი არც იყო საჭირო მთავარია გაეგოთ გოგო რომ იყო და დამთავრდა, კომპანიას ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევდა ამბის გამოსასწორებლად. რომ ვუფიქრდები, ვხვდები სისულელე გავაკეთე, მაგრამ ისევ ასე მოვიქცეოდი, კიდევ ათასჯერ.
ჭიქა მაგიდაზე დავდგი და რამდენიმე წამი თვალი დავხუჭე. მაშინ მივხვი საშინლად დაღლილი ვიყავი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. სკამზე არაკომფორტულად გატარებულმა ღამემაც თავი შემახსენა.
"ჰიონ, ყველაფერს აგიხსნით, კარგი? მესმის ყველაფერი და მართალი ხარ. უბრალოდ... მოდი ასე ვქნათ...წავალ დავიბან, შხაპი მჭირდება საშინლად... თქვენც ისაუზმეთ. მე არ მინდა მინ ჯუნი ჰიონთან ერთად ყავა დავლიე და მერე ყველაფერს გეტყვით
YOU ARE READING
დამალული/Hidden
Fanfictionიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის