He's Back!

429 41 19
                                    

-მაჩვო! რა ჯანდაბაა ეს?!-ყვირის თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელსაც სახეზე კრემი უსვია. 

-სამაგიერო გადაგიხადე, არწივო,-თვალების ტრიალით ამბობს ჰაფლეპაფელი მწვანეთვალება ბიჭი. 

ნაილს სიბრაზისგან თმა გადაუწითლდა, თმის ფერი ხასიათის მიხედვით ეცვლება. 

-ეგ ოინი ნაილმა კი არა, გველმა მოგიწყო. ლუი, ამოიღე ხმა,-მუჯლუგუნი წაჰკრა გრიფინდორელმა ბიჭმა სლიზერინელს. 

-ლიამ, დამაძინე!-ბუზღუნებს ლუი და საბანში უფრო კარგად ეხვევა. 

ხმაურზე ნაილის დედა შევიდა ოთახში. 

-ბიჭებო, არ დაოღალეთ?! გახსოვთ, როგორი დამჯერები იყავით მანამ, სანამ პრეფექტების ნიშნებს გამოგიგზავნიდნენ?-ბიჭებმა ამის გაგონებაზე ჩაიფხუკუნეს. 

-ჰო დედა, სერიოზულზე სერიოზულად ვიქცეოდით,-სიცილი დაიწყო ნაილმა, მისი თმა კი ჩვეულ ფერს დაუბრუნდა. 

მაურა ოთახიდან გავიდა. 


-დებილო, რეივენქლოელობა ცოტათი მაინც ხომ უნდა შეიმჩნიო?-შეუბღვირა ლიამმა ნაილს. 

-მამიკო, გაჩუმდი რა. შენც არ იყო სიმამაცის განსახიერება,-არ ჩამორჩა ნაილი. 


-დამაძინეთ!-კბილებში გამოსცრა ლუიმ. მოთმინების ფიალა უკვე ეწურებოდა. 

-ბიჭებო, მგონი სადღაც გველი სისინებს,-წამოხტა ჰარი. 

-მოკეტე, ჰაროლდ! 

-ისე, პირველი შეხვედრისას რამდენს გეგონათ, რომ ჩვენი ჭკუისკოლოფა ნაილი ჰაფლეპაფში მოხვდებოდა?-იკითხა ლიამმა.

წამსვე ჰაერი გაჭრეს ლიამისა და ჰარის ხელებმა, ლუიმაც გამოყო საბნიდან კიდური. ზეინი რომ აქ იყოს, ისიც აწევდა ხელს. 

-ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვთ?-გახსენება დაიწყო ჰარიმ. 

-რა დამავიწყებს. ჰოგვორტსის ექსპრესი ლამის რელსებიდან გადავაგდეთ,-ჩაიხითხითა ნაილმა, მაგრამ ზეინი გაახსენდა და სევდა მოერია,-ლუი, აღარ ადგები?! მრუდე ქუჩაზე მივდივართ, ხვალ ჰოგვორტსში უნდა გავემგზავროთ,-შეარხია ნაილმა ლუი. 

Hogwarts Mystery || One DirectionWhere stories live. Discover now