Put The Curtains Down, Lights Up.

132 18 7
                                    

-ნაილ,-ბუტბუტებს ცრემლად დაღვრილი სლიზერინელი. 

-მიყვარხართ, ბიჭებო,-ჰორანმა აწყლიანებული, ლურჯი თვალები მიანათა მეგობრებს. 

-ნაილ,-ჰარი ნაილთან ჩაიმუხლა და ჩაეხუტა. 

-დაწყნარდი, ჰაროლდ. ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. 

ლიამი თავჩახრილი იდგა და სლუკუნებდა. 

-ნუ ტირი,-სუსტად გაიღიმა ნაილმა. 

-არ მოკვდები, ნაილერ. 

-ლომა, რომც მოვკვდე მაინც არ უნდა იტიროთ. 

-არ გაბედო სიკვდილი, თორემ მოგკლავ,-უკვე ლუიც ნაღვლიანი ჩანდა. 

ერთი საათით ადრე: 

-ზეინმა რომ მოგვცა ის წიგნი რომელიმემ წაიკითხეთ?-ალმაცერად გადახედა ლიამმა ბიჭებს. 

პასუხი ვერც ერთისგან ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ არ წაუკითხავთ. 

"ისევ მე, თორემ თქვენ რისი წამკითხავები ხართ."-გაიფიქრა პეინომ. 

-აბა, საით?-ჰკითხა აქოშინებულმა ლუიმ ნაილს. 

-იმ ორმოსთან, სადაც ჩავცვივდით,-სწრაფად უპასუხა ნაილმა და ტყეში სირბილით შეიჭრა. 

-ჩახტით!-განკარგულება გასცა, როცა ორმოსთან მივიდნენ. 

ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით გადაეშვნენ ხვრელში, სულ ბოლოს ნაილი ჩახტა.

-"ლუმოს მაქსიმა!"-წარმოსთქვა ჰარიმ, რა წამსაც ჯოხის წვერმა და გამოქვაბულმა ელვარება ერთდროულად დაიწყო. 

-წარწერა გაქრა!-წამოიძახა ლუიმ. 

-ჯანდაბა, რატომ? 

-ჰაროლდ, ისეთებს ვგავართ, რომ ვიცოდეთ რატომ?-არაფრისმთქმელი მზერით გადახედა ნაილმა ჰარის. 

-ავცოცდეთ რა... მეშინია უკვე..,-ჰარი ლუის მიეხუტა. 

ბიჭებმა ზევით აიხედეს, მაგრამ გასასვლელი გამქრალიყო. 

-რა ჯანდაბაა? 

-კლაუსტროფობია მჭირს! 

-გამოგვიშვით, თქვენი დედაც! 

Hogwarts Mystery || One DirectionWhere stories live. Discover now