Prologue

838 56 28
                                    

ცისფერი თვალებისა და ანგელოზური ღიმილის მქონე, თერთმეტი წლის, ქერა ბიჭი მრუდე ქუჩაზე დგას და გაოცებული აკვირდება ყველაფერს. 

-შვილო, პირველ რიგში ჯოხი უნდა ვიყიდოთ,-გაუღიმა დედამ და ხელი ჩაჰკიდა. 

დედა-შვილი ძველ, ნაცრისფერ, უბადრუკ მაღაზიას მიუახლოვდა, რომლის გადახუნებულ აბრაზეც ოქროსფრად იკითხებოდა: "ოლივანდერები: საუკეთესო ჯოხების მწარმოებლები ძვ. წ. 382 წლიდან." 

კარი რომ შეხსნეს, შიგნით, სიღრმეში, ზანზალაკმა გაიწკარუნა. 

ვიწრო სივრცეში მხოლოდ ერთი სკამი იდგა, წვრილი და გრძელი. ქალი სწორედ იქ ჩამოჯდა და ინტერესით დაუწყო შვილს თვალყურის დევნება.

ბავშვი შეშინებული და გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. ბინდბუნდში ძლივს გაარჩია ჭერამდე დაწყობილი ათასობით წვრილი ყუთი, რომელიც ერთმანეთზე დიდი სიზუსტით დაელაგებინათ. 

-მოგესალმებით!-გაისმა მაღაზიის სიღრმიდან, იქიდან კი ჩასკვნილი მოხუცი მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც ვერცხლისფერი თმა და უფერული, ბრჭყვიალა თვალები ამშვენებდა. 

-ოჰ, მაურა. ნეკერჩხალი, ოცდასამი სანტიმეტრი, დრაკონის გულის ძარღვი,-თბილად გაუღიმა ფერფლისთვალა მოხუცმა ქერა ბიჭის დედას და თავი დაუკრა. 

-დიახ, სწორია. გამარჯობა მისტერ ოლივანდერ, დიდი დრო გავიდა, მეგონა არ გემახსოვრებოდით,-თბილად გაუღიმა მაურამ აწ უკვე ნახსენებ მისტერ ოლივანდერს. 

-მე ყველა კლიენტი მახსოვს.-კვლავ გაიღიმა მოხუცმა და მზერა ბიჭზე გადაიტანა. 

-თქვენი ვაჟია? 

-დიახ, მისტერ ოლივანდერ,-ზრდილობიანად მიუგო მაურამ ჯოხების ოსტატს. 

-ნაილი,-გაბედულად წარმოთქვა პატარა ბიჭუნამ და მოხუცი მომხიბლავი ღიმილით დააჯილდოვა. 

-კეთილი, მისტერ ჰორან, მობრძანდით და თქვენთვის ჯოხი შევარჩიოთ,-ეს თქვა მოხუცმა და თავისი მაგიდისკენ დაიძრა. ნაილი მორჩილად გაჰყვა და მაგიდის წინ დადგა. 

-მაშ ასე,-რომელ ხელს უფრო მარჯვედ იყენებთ? 

-მემარცხენე ვარ. 

ოლივანდერმა ჯიბიდან ვერცხლის საზომი ამოიღო და ბიჭი ყოველმხრივ გაზომა. 

 ზომავდა მანძილს თავიდან იატაკამდე, თვალიდან ნიკაპამდე, ცხვირიდან მხარამდე და ასე შემდეგ... 

თავის საქმეს რომ მორჩა, მოხუცმა უხმოდ გაიარა ყუთებს შორის და ერთ-ერთი სვეტიდან ყვითელი ყუთი გამოაძვრინა, გახსნა და იქიდან ამოღებული ჯოხი ბიჭს გაუწოდა. 

-კუნელი, ოცდაშვიდი სანტიმეტრი, ცალრქიანი ცხენის კუდის ბეწვი.

ჯოხთან შეხებისთანავე ნაილს ხელებში სითბო ჩაეღვარა და შინაგანად რაღაც არაამქვეყნიური იგრძნო. 

-მოეწონე,-გამომცდელი მზერით შეხედა მოხუცმა ქერა ბიჭს. 

-უკაცრავად, ვერ მივხვდი,-დაიბნა ნაილი. 

-ჯოხმა თქვენ აგირჩიათ, მისტერ ჰორან. 

ზუსტად ამ დღეს, ამ ძველ, გახუნებულ მაღაზიაში, რომელსაც ხშირად "ოლივანდერის სახელოსნოს" სახელით მოიხსენიებენ, კიდევ ოთხმა ბიჭმა იყიდა ჯადოსნური ჯოხი მსგავსი კომპონენტით - ცალრქიანი ცხენის კუდის ბეწვით. 

მათი ჯოხები ფაქტობრივად ტყუპი ძმები არიან, ხუთივე ჯოხის გული ერთი ცხენის კუდისგანაა დამზადებული. 

მთავარია, რომ ერთმანეთი გაიცნონ და ერთად იარონ, ერთი ოცნებით, ერთი მიზნითა და ერთი მიმართულებით. 

Hogwarts Mystery || One DirectionWhere stories live. Discover now