ორ სექტემბერს ნაილს ევალებოდა, რომ ახალწვეულებისთვის გზა მიესწავლებინა საკლასო ოთახებისკენ.
პრეფექტების საერთო ოთახში არცერთი მოსწავლე არ დახვდა, ესე იგი აგვიანებდა.
პირველი გაკვეთილი ტრანსფიგურაცია ჰქონდათ, რომელიც მეხუთეკურსელ რეივენქლოელებს და ჰაფლეპაფელებს ერთად უტარდებოდათ.
ნაილმა პირველკურსელები შხამ-წამლების კლასამდე მიაცილა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით შევიდა თავის საკლასო ოთახში და ადგილი ჰარის გვერდით დაიკავა.
-გამარჯობა, მაჩვო.
-გაგიმარჯოს.
საკლასო ოთახში პროფესორი მაკგონაგელი შემოვიდა და წამსვე ყველა მეხუთეკურსელი გაინაბა.
-მოგესალმებით, მოსწავლეებო,-მიესალმა პროფესორი ბავშვებს და გაკვეთილის ახსნა დაიწყო.
-დღეს ვისწავლით, თუ როგორ გადავაქციოთ ცხოველი თასად. მინდა შეგახსენოთ, რომ ბუასა (ბეჯითობის უმაღლესი აღიარება) და კატას გამოცდებზე ეს აუცილებლად იქნება.
მაშ ასე, გაიმეორეთ ჩემთან ერთად.-ჯოხი მოიქნია მაკგონაგელმა.
-ერთი... ორი... სამი... "ვერა-ვერტო!"...*
გაკვეთილების შემდეგ, ონავარი პრეფექტები მესამე სართულის დერეფნის კუთხეში მდებარე, ცალთვალა, კუზიანი ალქაჯის ქანდაკებასთან შეიკრიბნენ.-მზად ხართ?-იკითხა ლიამმა, ბიჭებმა კი თავი დაუქნიეს.
-დისენდიუმ!-ჩაიჩურჩულა ლიამმა და ალქაჯის ქანდაკებას ჯოხი დაჰკრა.
ქანდაკების კუზი იმხელაზე გადაიხსნა, რომ გამხდარი ადამიანი შიგ თავისუფლად ჩაეტეოდა.
პრეფექტებმა არემარე დაათვალიერეს და ერთიმეორის მიყოლებით, თავით გადაეშვნენ ხვრელში.
-ბიჭებო, რომ გვიკითხონ, მერე რა ვქნათ? არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი მოგვეთხოვება,-თავიანთი მოვალეობა შეახსენა ჰარიმ ბიჭებს.
YOU ARE READING
Hogwarts Mystery || One Direction
FanfictionOne Direction Georgian fanfiction. 23/06/2019 - 04/08/2020