Dirty Match

229 22 7
                                    

უკვე ხანში შესული მადამ ჰუჩი ქვიდიჩის მოედანზე იდგა და მოთმინებით ელოდა რეივენქლოსა და გრიფინდორის გუნდების გამოჩენას. 

ყვითელ, არწივისებურ თვალებს აქეთ-იქით აკვესებდა და ტრიბუნებზე მსხდარ მოსწავლეებს ათვალიერებდა. 

ამასობაში გუნდების გასახდელებში საბრძოლო განწყობა მძვინვარებდა. 

-მაშ ასე, ბატონებო...-დაიწყო ნაილმა. 

-მინდა გითხრათ... 

-რომ დღეს ჩვენი დღეა... 

-ამ დღეს ყველანი ველოდით,-ნაილის დაწყებული წინადადება დაასრულეს თანაგუნდელებმა. 

-მოკეტეთ!-იყვირა ჰორანმა,-მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ და ამაში დარწმუნებული ვარ! 

გუნდს ისეთი ღიმილიანი მზერით გადახედა, რომელშიც თავისუფლად ამოიკითხავდით წინადადებას: "წინააღმდეგ შემთხვევაში გიჩვენებთ სეირს". 

გრიფინდორის გუნდის კაპიტანი, მეშვიდეკურსელი ლენი მაკდონალდი, ვარჯიშით ხოცავდა თანაგუნდელებს. 

გუნდელებს ერთი სული ჰქონდათ როდის დაამთავრებდა ლენი სკოლას, რომ მათ მოშორებოდა. 

გრიფინდორელებს მუდამ წინასწარ გათვლილი ტაქტიკა ჰქონდათ. 

-ბატონებო! ან მოიგებთ, ანდა მთელი წლის განმავლობაში ქვიდიჩის სტადიონს ვერ დატოვებთ! გაფრთხილებთ, ტყავს გაგაძრობთ! პეინ, გოლს თუ ვერ გაიტან შენს პრეფექტობას ფეხებზე დავიკიდებ და ჭკუას გასწავლი! უორინგტონ, სნიჩს თუ ვერ დაიჭერ რომელიმე წყევლას აუცილებლად გესვრი!-ყვიროდა ლენი, წარბები მაგრად შეეჭმუხნა, სიბრაზისგან ტუჩებიც უკანკალებდა. 

-შეგიძლია არ იყვირო?! თავი ამტკივდა!-ხმას აუწია ლიამმა. 

-რამე თქვი, პეინ?!-ლენი ლიამს მიუახლოვდა და მკვლელი მზერით დაუწყო ბურღვა. 

-ნუ ყვი-რი!-დამარცვლით უღრიალა ლიამმა ლენის, რითაც თანაგუნდელების და თავად კაპიტანის გაოცება დაიმსახურა. 

Hogwarts Mystery || One DirectionWhere stories live. Discover now