Punishment

195 22 6
                                    

-რა გინდოდა მაკდონალდს რომ სცემდი?-ებუზღუნება ლუი ნაილს,-ახლა დასჯილებიც არ ვიქნებოდით. 

-აბა რა მექნა? ლიამის თავსა და ჩემ ნეკნებს შევარჩენდი?-წარბის აწევით გადახედა რეივენქლოელმა სლიზერინელს. 

-ეგ ჰო, მაგრამ ჯადოსნურ დუელში მაინც გამოგეწვია, რა საჭირო იყო მაგლურად, მუშტებით ცემა? 

-ღირსი იყო და ბევრს ნუ ტლიკინებ!-შეუღრინა ნაილმა ლუის. 

-ახლა ერთს ისეთს მოგცხებ...! მშობელ დედას ვეღარ იცნობ! 

-ბიჭებო, აკრძალულ ტყეში ვართ და ჩხუბის დროა?!-ძლივს გააშველა ლუი და ნაილი ლიამმა. 

-გაჩერდით, ჩხუბზე მაქვს ფობია!-იყვირა ჰარიმ, მისი ხმა კი ექოდ გახმაურდა ბნელ სივრცეში. 

-ნუ ყვირი, ჰაროლდ!-უსაყვედურა ლიამმა ჰარის. 

-უჰჰ, ბოდიში,-დაიმორცხვა ჰარი, აშკარად საკუთარი ხმის შეეშინდა. 

ბიჭებმა გზა გააგრძელეს. 

წუთი არ გასულა, რომ ტყის სიღრმიდან ღრიალი გაისმა. 

-ეს რა იყო?!-ნაილს თმა გადაუთეთრდა და წამსვე ლიამის ზურგზე აღმოჩნდა. 

-ჩამოდი, რომელიმე ცხოველი იქნებოდა,-ლუიმ ნაილი ლიამიდან ჩამოსვა. 

-მეშინია, ლუ,-ნაილი ლუის ჩაეხუტა. 

-მერე მე რას მეკრობი? 

-რავიცი, მაინც გველი ხარ და შენებურად მოუვლი. 

-ახლა თუ გაგცხე... 

ბიჭებმა კვლავ ტყის სიღრმისკენ განაგრძეს გზა, თუმცა არა ისეთი შემართებით, როგორც უწინ. 

ჰოგვორტსელებმა მხოლოდ დაყვირება მოასწრეს სანამ მიწის ქვეშ ჩაცვივდებოდნენ. 

-ამის დედაც!-შეიკურთხა ლიამმა, როცა შეამჩნია, რომ გამოქვაბულში იყვნენ. 

-"ლუმოს მაქსიმა!"-ნაილმა ჯოხი აანთო. 

გამოქვაბულის კედლებმა სინათლე აირეკლა და ღრმული წამში აელვარდა. 

ლიამის მახვილმა თვალმა მაშინვე შენიშნა კედელზე ამოტვიფრული სიტყვები. 

-ბიჭებო, აქ რაღაც წერია,-მეგობრებს კედელზე ანიშნა. 

-მართლაც!-შესძახა ლუიმ და ხმამაღლა კითხვა დაიწყო,-"ახალი ბატონის აღზევება დაიწყება მაშინ, როცა კლუბები მტრობას დაივიწყებენ. მაშინ, როცა ხუთი სული ამ ადგილას გაერთიანდება,"-წარწერის გაჟღერებისთანავე ყველას ჯოხმა ელვარება დაიწყო.

-რა ჯანდაბა ხდება?!-შეშინდა ჰარი. 

-კი მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ!-რა თქმა უნდა, ზეინი ხომ მათთან ერთად აღარ იყო. 

-არა, ხუთი გვაქვს,-ამოიოხრა ნაილმა და მანტიის ჯიბიდან ზეინის ჯოხი ამოაძვრინა, რომელიც სხვების მსგავსად ბრდღვიალებდა. 

-ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვოლდემორი ბრუნდება?-იკითხა ჰარიმ. 

-შესაძლოა, მაგრამ ალბათობის თეორიის მიხედვით ეს ვერანაირად ვერ მოხდება,-დაასკვნა ნაილმა. 

-კი მაგრამ, ამაზე რას იტყვი?!-თვალწინ ჯოხი აუქნია ლუიმ. 

-მგონი ვოლდემორს მხოლოდ ერთი შთამომავალი არ ჰყავს,-თავისი აზრი წამოჭრა ლიამმა. 

Hogwarts Mystery || One DirectionWhere stories live. Discover now