ლუი ტომლინსონი, ლიამ პეინი და ჰარი სტაილსი ქვიდიჩის მსოფლიო მატჩზე VIP ლოჟაში სხედან და გაფაციცებით უყურებენ ირლანდია - დიდი ბრიტანეთის თამაშს.
"კენმერელი კირკიტები" მოედანზე გაიჭრნენ, სტადიონი ხალხის ყიჟინამ ლამის დაანგრია.
ახალბედა მეკარე გოლპოსტებისკენ გაფრინდა და იქიდან ადევნებდა თვალს ლეპრეკონების ცეკვას.
-აჰა, ხომ გითხარით,-თვალებგაბრწყინებული ჰარი სიამაყით შეჰყურებს გოლპოსტებთან მონავარდე ნაილ ჰორანს და მათ გვერდით მჯდომი, გრძელი მანტიით შემოსილი ტიპის მზერას იჭერს. მარტო მობრიალე თვალები უჩანს.
"ალბათ, დიდი ბრიტანეთის ქომაგია,"-გაიფიქრა ჰარიმ.
-იცით რა? ნათქვამია, რომ ზოგი რამ არასდროს იცვლება! თამაშის შემდეგ ჩვენი ბიჭი საავადმყოფოში გახდება წასაყვანი!
-ლუი!
-ლუი!
ერთდროულად გამოსცრეს ლიამმა და ჰარიმ.
-რა ვთქვი ახლა ისეთი?
მატჩი ორასით-ას ორმოცდაათი დამთავრდა "კირკიტების" სასარგებლოდ.ირლანდიამ გაიმარჯვა, მაგრამ სნიჩი ბრიტნეთმა დაიჭირა.
*
-ბიჭებო, კარგი თამაში იყო?-ჰკითხა საავადმყოფოდან გამომავალმა ნაილმა ძმაკაცებს და თაბაშირში ჩასმული ხელი გაისწორა.
-ფანტასტიკური!
-გასაოცარი.
-გმადლობ, ჰაროლდ. ისა... ხომ არ ჯობია აქ დავრჩე?-ეტლში მჯდომმა ნაილმა ალმაცერად გახედა თავის მოტეხილ ფეხს.
-ლუი, მართალი ხარ. ზოგი რამ არასოდეს იცვლება...-ჩაიბუტბუტა ლიამმა.
ბიჭები დერეფანში შეგროვდნენ, მოსაცდელ სკამებზე ჩამოსხდნენ და ჰოგვორტსული თავგადასავლების გახსენება დაიწყეს.
-გახსოვთ ზეინმა ნაილი რომ სიკვდილს გადაარჩინა?-დაიწყო ლუიმ.
-რა თქმა უნდა,-ღიმილით დაეპასუხა ერთ-ერთი ონავარი ჰოგვორტსელი, მაგრამ ეს არც ნაილი იყო, არც ჰარი და არც ლიამი.
დასასრული.
YOU ARE READING
Hogwarts Mystery || One Direction
FanficOne Direction Georgian fanfiction. 23/06/2019 - 04/08/2020