-ბიჭებო, რამე უნდა მოვიფიქროთ, ასე უმოქმედოდ ყოფნა არაფერს გვარგებს,-საერთო ოთახში ბოლთას სცემდა ნაილი.
-მაკგონაგელს ხომ არ ვუთხრათ?-იდეა წამოჭრა ლიამმა, მაგრამ დამთავრებული არ ქონდა, რომ ნაილმა უარყო.
-არავის არაფერს ვეტყვით! ეს თამაში ჩვენ- უფრო სწორად, მე დავიწყე და მე უნდა დავამთავრო,-მთელი ტვირთის თრევა ნაილმა იკისრა,-მე რომ მაკდონალდი არ მეცემა ეს არ დაგვემართებოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ, მაკდონალდი მე გავაბრაზე და ამიტომ მოგვხვდა ბლაჯერები. აჯობებს, დირექტორს ვუთხრათ,-კვლავ თავის აზრზე იდგა ლიამი.
-ვერ გაიგე რა გითხრეს?! არავის-არაფერს-ვეუბნებით!-ლუიმ ისე ხმამაღლა ჩაჰყვირა ყურში ლიამს, რომ თმა ყალყზე დაუყენა.
-ნუ ყვირი, შე გველო!-თავზე ხელი იტაცა პეინმა.
-რა დროს ეგაა?! ჩქარა ბიბლიოთეკაში გამომყევით!-ჰარი ნიავქარივით გავარდა ოთახიდან.
ბიჭები მას კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, რომ თუ ჰარი სერიოზულად ლაპარაკობდა, ესე იგი მართლა რაღაც იდეა ჰქონდა, ამიტომაც გაჰყვნენ.
პრეფექტები თავქუდმოგლეჯილები შევარდნენ ბიბლიოთეკაში და მადამ პინსის მაგიდა უკან მოიტოვეს.
-ზეინ, ზეინ, გამოჩნდი, ზეინ!-ძახილი დაიწყო ჰარიმ, ცოტა ხანში ცისფერი, თითქმის გამჭვირვალე ლაქა გამოსრიალდა აკრძალული სექციიდან.
-ზეინ!-ყველამ პირდაღებულმა შესძახა ჰარის გარდა.
-მომენატრეთ, ბიჭებო,-ნაღვლიანად დაელაპარაკა ნისლივით დაბურული სილუეტი ძმაკაცებს.
-ზეინ, ვერ წარმოიდგენ ჩვენ როგორ გვენატრები,-ნაილი ცრემლებს აღარ მალავდა და ხმამაღლა ქვითინებდა, თმა გაუმუქდა.
-იქნებ ჩემი სიკვდილი საჭირო იყო?-ზეინს თვალწინ გაუელვა იმ სხივმა, რომელმაც მისი სიცოცხლე წაიღო.
YOU ARE READING
Hogwarts Mystery || One Direction
FanfictionOne Direction Georgian fanfiction. 23/06/2019 - 04/08/2020