თავი 1

2.7K 128 54
                                    

პატარა გაფრთხილება: ლუი, ცოტა არ იყოს, რელიგიური სნობია (სექსუალურ კავშირთან და სიშიშვლესთან დაკავშირებით), თუმცა ესეც ამბის ნაწილია.

იმ პარასკევ დილას ლუი ტომლინსონმა 5 წუთით ადრე გაიღვიძა, სანამ მაღვიძარა დარეკავდა. ეს შეიძლება უბრალოდ დამთხვევა იყო, მაგრამ დღეს ისტორიის ტესტი ჰქონდა (რის კარგად ჩაბარებასაც ლუი ნამდვილად აპირებდა).

მას არ უყვარდა ტრაბახი (თუმცა, რატომაც არა, უყვარდა), მაგრამ ის „წლის სტუდენტად" იყო აღიარებული პირველივე წლიდან. ახლა კი სკოლას ამთავრებდა და ლონდონის უნივერსიტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას ეკონომიკის ფაკულტეტზე, მამის მსგავსად, იმისთვის რომ საოჯახო ბიზნესი გაეგრძელებინა.

მამამისი ინგლისის უდიდესი ინვესტიციის კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, დედა კი ქვეყნის საუკეთესო იურისტი. ისინი ლუის დაბადებამდე ერთი წლით ადრე დაქორწინდნენ და ლონდონიდან დონკასტერში გადავიდნენ ლუის მამის სამსახურის გამო. მათ დიდი მამული იყიდეს და ეყოლათ 5 გოგო და 1 ბიჭი. გარდა ამ ყველაფრისა, ისინი ასევე ქალაქის ქრისტიანი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ. ეკლესიაში ყოველდღე დადიოდნენ და ქველმოქმედებასაც მისდევდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველაფერი, რაც ლუის ჰქონდა, მშობლების დამსახურება იყო, თუმცა ეს დიდად არ აღელვებდა. მოსწონდა, რომ განებივრებული იყო, სკოლაში ყველას შურდა მისი და ყველა გოგო მასზე ოცნებობდა. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გოგოს უნდოდა, იგი მაინც ერთგული რჩებოდა მისი შეყვარებულის, ელეანორ ქალდერის მიმართ, რომელსაც 7 კლასიდან ხვდებოდა. ელეანორი, ლუის საუკეთესო მეგობრის, ლიამ პეინის შემდეგ, მესამე ადგილზე იყო ნიშნებით.

სამივე მათგანს დიდი გეგმები ჰქონდა მომავალთან დაკავშირებით, უმაღლესი ნიშნებით სკოლის დამთავრება, ლონდონში გადასვლა და ოქსფორდში სწავლა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now