ლუიმ დილის შვიდ საათზე გაიღვიძა და თავიდან აზრზე ვერ მოვიდა, რატო ეძინა ჰარის მისი საწოლის მეორე მხარეზე.
საწოლიდან ადგა და სასწრაფოდ საკუთარ ოთახში დაბრუნდა, რომ გაღვიძებულ ელეანორს ცარელა საწოლი არ დახვედროდა.
თავის საწოლში რომ დაწვა, ყველაფერი გაახსენდა, რაც უკანასკნელ რამდენიმე საათში მოხდა ჰარისთან.
უცებ გაახსენდა, რომ დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ხვალ კი შობა იყო. ამან თავი ბევრად უკეთ აგრძნობინა.
ელეანორს სადღაც 9-ზე გაეღვიძა, 12-ზე კი სასტუმროდან უნდა ამოწერილიყვნენ. ჰარი მიმღებში ნახა და როდესაც უფროსმა ბიჭმა თვალი ჩაუკრა, ერთადერთი რაც ლუიმ შეძლო, თავის შეტრიალება აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ის ღამე ლუის ცხოვრებაში საუკეთესო იყო და მისგან შემორჩენილი ფრაგმენტები კიდევ კარგად ახსოვდა.
სახლში, ჩვეულებისამებრ, საშობაო ვახშამი ჰქონდათ. ლუის პატარა დები დასაძინებლად წავიდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის დადგებოდა ხვალინდელი დღე. ლუიმ იცოდა, რომ რადგან მანქანა უკვე ჰყავდა, ახლა ბევრ ფულს მიიღებდა საშობაოდ.
მართალიც აღმოჩნდა, მეორე დილით ნაძვის ხის ქვეშ იპოვა კონვერტი, რომელსაც მისი სახელი ეწერა. გვერდით ბელგიური ტკბილეული იდო, კონვერტში კი ახალი American Express Centurion საკრედიტო ბარათი და პატარა ფურცელი, სადაც ბარათის პინკოდი და სხვა დეტალები იყო დაწერილი.
მშობლებს მადლობა გადაუხადა, მამამ უთხრა, რომ ბარათზე ყოველ თვე 30 000 ფუნტი ჩაერიცხებოდა და შეეძლო მომავლისთვის შეეგროვებინა. ლუის ისედაც ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა: ლონდონში უნდოდა სახლი, კანვი აილენდის სანაპიროზეც უნდოდა სახლი, სადაც იახტა ეყოლებოდა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.
მოგვიანებით, თოვამ დაიწყო და მომდევნო ორი დღე გადაუღებლად თოვდა. ორი დღის შემდეგ ბარბარამ დაურეკა და აცნობა, რომ ლანჩისთვის აპირებდნენ გასვლას.
YOU ARE READING
პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)
Fanficწაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად.