„რა?" ჰკითხა ლუიმ, გადაამოწმა, სწორად გაიგო თუ არა.
„ვერ მოვხვდი." გაიმეორა ჰარიმ, სახეზე არანაირი გამომეტყველებით.
„ღმერთო, ჩემო." ჩაიჩურჩულა ლუიმ და პირზე ხელი აიფარა, ცრემლები უკვე სახეზე ჩამოსდიოდა. ასეც მოხდა. მომავალ კვირას უნივერსიტეტში სასწავლად ლონდონში გაემგზავრებოდა, მარტო.
ტირილი იმის ფიქრზეც დაიწყო, რომ ჰარის ტოვებდა დონკასტერში და ხელები შემოხვია, თავი ჰარის მკერდში ჩარგო.
„ხედავ? ამიტომ არ უნდა იყო მუდმივად ოპტიმისტი. იმედიანად ხარ და რამე თუ არ გამოდის, იმედგაცრუებული რჩები."
„რა?" ჰკითხა ლუიმ, დაბნეულმა და ჰარის ახედა აწყლიანებული თვალებით.
„მოვეწყვე."
„რა? მომეცი!" დაიყვირა ლუიმ და წერილი ხელიდან გამოსტაცა.
პირველი ხაზები ხმამაღლა წაიკითხა, რომ დარწმუნებულიყო, რომ ეს მართლა ხდებოდა.
„ძვირფასო მისტერ სტაილს, სიამოვნებით გამცნობთ, რომ -შე იდიოტო! გგონია იხუმრე?" დაიყვირა ლუიმ და ჰარის მკერდზე დაარტყა ხელი. „კინაღამ გულმა დამარტყა და შენ გინდოდა, ჩემთვის ჭკუა გესწავლებინა?"
„მოდი გავიხსენოთ, პირველ აპრილს რა მიყავი." უთხრა ჰარიმ, მაგრამ ლუიმ ისევ მკერდში ატაკა ხელი.
„სერიოზულად მეჩხუბები?"
„ნუ დამცინი! ძალიან შემეშინდა!"
„იმიტომ, რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ." უთხრა ჰარიმ. ლუის მზერა დაურბილდა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჰარიზე გაბრაზებული უნდა ყოფილიყო.
„რა მნიშვნელობა აქვს! გაბრაზებული ვარ და..." განაგრძო ლუიმ და კიდევ ერთხელ უნდა ეკრა ხელი, რომ ჰარიმ მაჯები დაუჭირა ხელით და მკერდზე მიიკრა.
„მაგრამ ლონდონში ერთად მივდივართ." უთხრა ჰარიმ და გაუღიმა.
ლუიმ ტუჩზე იკბინა, ჰარიმ მისი სახე ხელებში დაიჭირა, ლუი თითისწვერებზე დადგა და ჰარის აკოცა.
YOU ARE READING
პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)
Fanfictionწაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად.