ლუის არ მოსწონდა ეს ყველაფერი, თავი არაკომფორტულად იგრძნო. რამდენიმე წუთის შემდეგ, მშობლებმა უთხრეს, რომ ლუის დებთან ერთად ოთახებში ავიდოდნენ. დანარჩენებმა კი ზუსტად ცხრა საათზე რესტორნიდან აუზისკენ გადაინაცვლეს. ყველასთვის არ იყო შეზლონგი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ განაწილებას არავინ თაკილობდა. ლუი გაოცებული იყო, არ ელოდა, რომ მისი სკოლელები ესე იგიჟებდნენ.
მისი და ელეანორის შეზლონგი ბართან ყველაზე ახლოს იყო. ელეანორს უკვე ჩაეცვა ლურჯი ბიკინი და თმა კოსად შეეკრა. ლუის შარვლის ქვეშ ჰავაის ნახატებიანი ტომი ჰილფიგერის „პლავკები" ეცვა, მაგრამ ვერ გაებედა გახდა. ყველას უკვე გამოეცვალა, მის გარდა.
ლუიმ იცოდა, რომ ჭამის შემდეგ ღიპი კიდევ უფრო დაეტყობოდა. ირგვლივ მიმოიხედა და მის მოპირდაპირედ დაინახა ჰარი, ყვითელ შორტებში, დაკუნთული სხეული და ტატუები საოცრად ეტყობოდა.
ის ლუის კლასელს ელაპარაკებოდა და ლუის ნელ-ნელა ბრაზი ემატებოდა. კერძო სკოლის გოგოები არ უნდა დალაპარაკებოდნენ საჯარო სკოლის ბიჭებს და მიტუმეტეს არ უნდა ეფლირტავათ. გოგონა თმას თითზე იხვევდა და მკერდის გამოჩენას ცდილობდა. ჰარი დაინტერესებული არ ჩანდა, მის ლაპარაკს არ უსმენდა, მკერდზე აშტერდებოდა.
ლუიმ ამოიოხრა და გადაწყვიტა, რომ გახდის დრო იყო. პიჯაკი გაიხადა და შარვალი გაიხსნა. ფეხსაცლებიც გაიხადა და სკამის ქვეშ დადო.
ახლა ლუი შორტებში და მაისურში იყო. ღილების გახსნა დაიწყო და ბოლოს და ბოლოს, მაისურიც გაიხადა.
როცა შემობრუნდა, დაინახა, როგორ აშტერდებოდა ჰარი, თან ტუჩს იკვნეტდა. ლუიმ ცოტა დაიმორცხვა, ელეანორთან მივიდა და ჰკითხა, ჩავიდოდა თუ არა აუზში მასთან ერთად.
ელეანორმა ტელეფონიდან ამოიხედა და თავი გააქნია.
„ცოტა მერე, ლუი."
„რას აკეთებ?" ჰკითხა, ახლოს მივიდა, დაიხარა და ნახა, რომ ინსტაგრამზე იყო და სელფისთვის შესაბამისი ფილტერის არჩევას ცდილობდა.
YOU ARE READING
პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)
Fanfictionწაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად.