ასე რომ, ლუი შეიძლება გეია. ანუ შარშია.
თვითონ კი ჭკუიდან იშლებოდა, მალე მისი და ელეანორის ერთად ყოფნის 5 წლის თავის წვეულებაზე სტუმრები უნდა მოსულიყვნენ, ერთადერთი რაზე ფიქრიც შეეძლო, ჰარი სტაილსის კოცნა იყო. და მეორე, აღარ უნდოდა მთელი ცხოვრების იმ გოგოსთან ერთად გატარება, რომელსაც სამჯერ უღალატა უკვე.
ამის გამო, ლუის შეიძლებოდა ნერვული შეტევა დამართნოდა, შამპანური რომ არ დაელია.
ლუიმ ერთ-ერთ მიმტანს სინი მოატანინა, რომელზეც შამპანურით სავსე ჭიქები ეწყო და ორი აიღო. ელეანორი კვლავ მზადებაში იყო, ლუის მშობლები კი მხოლოდ ნახევარი საათით დარჩებოდნენ, რომ მამას სიტყვა წარმოეთქვა, შემდეგ პარიზში მიდიოდნენ.
მამას ბიზნესის საქმე ჰქონდა, დედა კი მიჰყვებოდა. ლუის საბედნიეროდ, ელენა მოვიდოდა და გოგოებს ის მიხედავდა. მათ წვეულების დროს დაბლა ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდათ. უფრო იმიტომ, რომ ალკოჰოლიც იქნებოდა (დიახ, ლუიც არასრულწლოვანი იყო, მაგრამ არ აინტერესებდა).
უცებ ზარმა დარეკა, ლუიმ მესამე ჭიქა გამოცალა და კარის გასაღებად ადგა. ეს წესით მოახლის საქმე იყო, მაგრამ ლუი ჯდომით იყო დაღლილი.
„ელეანორ!" იმხელა ხმაზე დაიყვირა, რომ ექო მთელ სახლს მოედო.
დაინახა, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე. ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც ნაგვის პარკს უფრო ჰგავდა, ვიდრე 4000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების კაბას. თუმცა, ღმერთო, როდიდან აყენებდა შეურაცხყოფას ელეანორს ჩაცმის გამო?
კართან უკვე 4 ადამიანი იდგა, ნახევარი საათის შემდეგ კი სასტუმრო ოთახი სავსე იყო. ელეანორის მშობლებიც იქ იყვნენ, ლუის მშობლებს ელაპარაკებოდნენ, ყველა მე-12 კლასელი და ზოგი მე-11ც.
ლუის უკვე 5 ჭიქა დაელია და გრძნობდა, რომ ეკიდებოდა.
ლიამი სამზარეულოში იპოვა, ტელეფონში ჩამძვრალი.
YOU ARE READING
პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)
Fanficწაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად.