თავი 7

2K 106 17
                                    

მოგატყუებთ, რომ ვთქვათ, რომ ლუი ჭკუაზე აღარ იყო „ჰარის ამბის გამო" (ასე ეძახდა). მალევე დავალებებზე გადაერთო და ჰარიზე მხოლოდ იშვიათად ფიქრობდა.

ყოველთვის, როდესაც აგურის კედელზე მიყუდებულ ჰარის დაინახავდა სკოლიდან, წითლდებოდა და თავს ატრიალებდა. ამას ნამდვილად ვერ შველოდა, უცნაურად გრძნობდა თავს ჰარისთან.
იმდენი საქმე ჰქონდა,  რომ ჰარი ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა. იმ ღამის მერე არც კი ულაპარაკიათ.
და დიდად არც უნდოდა. ძირითადად იმიტომ, რომ უცნურად მოქცევას და ბლუყუნს დაიწყებდა.

„ყველაფერი აიღე? საფულე, გასაღები, ტელეფონი?" ჰკითხა დედამ კარებთან.

„კი, დედა." ამოიოხრა. დედამ ლოყაზე აკოცა და ლუის გადააწოდა კორსაჟი (ყვავილი, რომელიც ელეანორს ხელზე უნდა დაემაგრებინა) და ბუტონიერი (რომელსაც ლუი იმაგრებდა კოსტუმზე). ლაბორჯინით უნდა მისულიყო ელეანორთან და შემდეგ სასტუმროში წასულიყვნენ.

12 დეკემბრის საღამოს ლუი სახლიდან ზუსტად ექვს საათზე გამოვიდა. კარგი დროის გატარებას აპირებდა და დროებით ყველაფრის გადავიწყებას: სკოლის, მომავლისა და ჰარის. გარდა ამისა, მისი დაბადების დღე იყო ორ კვირაში და დასაგეგმი ჰქონდა დაბადების დღის წვეულება ბიძამისის სახლში ერთი დღით ადრე, რადგან შობის საღამოს სადილზე სახლში უნდა ყოფილიყო.

5 წუთში ელეანორის სახლთან იყო. მის დანახვაზე ჭიშკრები გაიღო და ლუიმ მანქანა სახლის კარამდე მიიყვანა. გადმოვიდა და კარზე დააკაკუნა.

ელეანორის მამამ კარი გაუღო, ხელის ჩამორთმევით მიესალმა და სახლში შეუშვა.

„საღამო მშვიდობის, მისტერ და მისის ქალდერ." თქვა ლუიმ თავაზიანად და დედას ჩაეხუტა.

„ელეანორ! ლუი უკვე მოვიდა!" ასძახა დედამ და სამივემ ზემოთ აიხედა კიბისკენ, სადაც ელეანორი გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, აბა ქვემოთ ხომ არ დამხვდებოდა, გაიფიქრა ლუიმ და თავს ძალა დაატანა, თვალები რომ არ აეტრიალებინა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now