თავი 17

1.7K 98 39
                                    

 "ანუ როდისაა ექსკურისია ლონდონში?" ჰკითხა მამამ ლუის ერთი კვირის შემდეგ.

„ორ კვირაში, ცამეტში."

„და სად დარჩებით?"

„სასტუმრო სანდერსონში."

„როდის უნდა გადავიხადოთ."

„ამ კვირას ალბათ."

„მაგ დღეებში მანჩესტერში ვიქნები საქმეზე." უთხრა მამამ.

ლუიმ თავი დაუქნია, დიდად არც აინტერესებდა. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ის იყო, რომ ჰარისთვის ოთახის აღება უნდოდა, რომ ღამე მასთან გაეტარებინა.

100%-ით იყო დარწმუნებული, რომ ჰარისთან სექსი უნდოდა. ტკივილამდე უყვარდა. აზრზე არ იყო ჰარი მეგობარზე მეტად მიიჩნევდა მას თუ არა, მაგრამ უნდოდა, რომ ვაჟიშვილობა ჰარისთან დაეკარგა. ელეანორთან დაშორებასაც გეგმავდა ამ ექსკურსიაზე. ამიტომ, ხო, მართლა საქმიანი და ნერვიული დღეები იქნებოდა.

შემდეგ დილას გადაწყვიტა, რომ ჰარის რემოუნსის მაისური ჩაეცვა სკოლაში. სკოლაში დრესკოდი არ ჰქონდათ რაღაცეების გარდა, მაგრამ მშობლებს მაინც მოსწონდათ, როცა ლუის ღილებიანი მაისურები ეცვა.

მოსაცმელი ყელამდე შეიკრა, თმა გაისწორა და ოთახიდან გავიდა.

ბარბარა პირველი მიხვდა, რომ ჰარის მაისური ეცვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰარიზეც უნახავს.

„კარგი მაისურია." უთხრა ლანჩის დროს. „სად იშოვე, შეყვარებულისგან?"

ლუიმ აიხედა და ელეანორს, რომელიც მათ უახლოვდებოდათ ყალბად გაუღიმა.

„შეიძლება." ჩაიბუტბუტა, როცა მისი შეყვარებული წინ დაუჯდა.

„როგორ ველოდები ექსკურსიას! შეგვიძლია ოქსფორდიც ვნახოთ და ისიც სადაც ვიცხოვრებთ, როცა სწავლას მოვრჩებით!"

ღმერთო

„ხო...მაგარია."

„რამე მოხდა?"

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now