ერთი კვირა ჩვეულ რითმში გავიდა.
ჯონგინთან თითქოს უფრო ნაკლებ დროს ვატარებდი ჩანიოლთან კი უფრო მეტს.
მაგრამ ჩემი გრძნობები მის მიმართ არ იზრდებოდა. !შაბათს დილით მე და ჯონგინი სეულიდან წავედით. ინჩხონში მივდიოდით. ამიტომ არავის ადგომას და საუზმეს არ დავლოდებულვართ პირდაპირ წავედით ზღვისპირა ქალაქში სადაც ერთი დღე გავჩერდებოდით.
.....
ჩანი: მისის პაკ(სარას დედა) სად არის სარა?
სუზი: დღეს უკვე ის დღეა?!
დედა: ინჩხონში წავიდნენ ხვალ დაბრუნდებიან.
ჩანი: რა დღე. რა უნდათ ინჩხონში?დედა: ჰმ.. ჯერ არიცი?
მისის პაკმა სახე შეიჭმუხნა. მძიმედ ამოისუნთქა და თქვა.
ჯონგინის მშობლების ფერფლი არის ინჩხონის კალუმბარიუმში.
ჩანი: რაა ჯონგინი თქვენი შვილი არაა?
დედა: ჩემი შვილია. თუმცა მე ის ვიშვილე. როდესაც ჯონგინი და სარა ბავშვები იყვნენ ისინი მეგობრობდნენ. დაბადებიდან ერთად იზრდებოდნენ. ჩემი მეგობრის შვილი იყო ჯონგინი. ბავშვები ერთად ყოფნაზე გიჟდებოდნენ. მაგრამ როდესაც სარა და ჯონგინი 8 წლისები გახდნენ. ჩემი ქმრის სამსახურის გამო ჩვენ სეულში გადმოვედით ინჩხონიდან. ერთ ღამეს ჯონგინმა ტირილი დაიწყო სარას ნახვა უნდოდა. და მისმა მშობლებმა სეულში წამოსვლა გადაწყვიტეს. გზაში ძლიერ გაწვიმდა. ისეთი წვიმა იყო გზაც კი არ ჩანდა. ავარია მოხდა. ჯონგინის მამა ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ჯონგინი მსუბუქად იყო დაშავებული. დედამისი კი საკმაოდ მძიმედ იყო. საოპერაციოში არ შედიოდა სანამ გონს იყო. რადგან ფიქრობდა იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. იურისტი მიმაყვანინა და ჯონგინზე მეურვეობა გადმომიფორმა რომ ბავშვი ბავშთა სახლში არ მოხვედრილიყო.
შემდეგ საოპერაციოში შეიყვანეს მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. როგორც ეჭვობდა იქიდან ცოცხალმა ვერ გამოაღწია. ჯონგინს ინჩხონში მშობლების სახლი აქვს. და ყოველ წელს მათი გარდაცვალების დღეს სარა და ჯონგინი იქ მიდია პატივის მისაგებად.
იმ დღიდან ჯონგინი და სარა და-ძმასავით იზრდებოდნენ. მუდმა ერთად იყვნენ და უერთმანეთოდ სოცოცხლეც არ შეუძლიათ - ამას უკვე მეც კი ვამჩნევ.
ჩანი: ანუ ისინი და ძმანი არ არიან! ეხლა ყველაფერი ნათელია.
ჯიინი: ნუ გგონია რომ ყველაფერი ნათელია. ისინი ნებისმიერ დაძმაზე უფრო ახლონი არაინ. ამ დაძმობის გამო ისინი ერთადაც კი არ არიან.
ჩანი: კი მაგრამ მათ ნებისმიერ დროს შეიძლიათ, რომ ეს გრძნობები დაიკიდონ. და უარი თქვან და-ძმობაზე. არა?!
დედა: რაზე საუბრობთ საერთოდ?
ბექიონი: მისის პაკ ჩვენ უბრალოდ ვგულოსხმობდით რომ... ნუ... იცით...
სუზი: ჩვენ გგვგონია რომ მათ და-ძმურზე უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი მაგრამ იმის გამო რომ და-ძმა ჰქვიათ ამ გრძნობებს აყრუებენ.
დედა: რაა სისულელეა. გამორიცხულია. სარა იტყოდა. !
ჯიინი: არ იტყოდა.! ამას ვერ გაბედავდა. როდესაც იცის რომ თქვენთვის ჯონგინი შვილია.