*7*

1.6K 154 72
                                    

დღე ქერათმიანისთვის კარგად დაიწყო,ხასიათიც ამავე ქონდა თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ სულ მალე ცეკვის გაკვეთილები ექნებოდა,თანაც ჯიმინთან ერთად რაც უფრო მეტად ახარებდა

კარადიდან სპორტული შარვალი და ნაჭრის ზედა გამოიღო

თავზე ბენდენა გაიკეთა რათა ცეკვის დროს ხელი არ შეეშალა და სწრაფად გავიდა ოთახიდან ჩანთასთან ერთად,რომელშიც ცეკვისთვის საჭირო ნივთები ელაგა

კარი როგორც კი გამოაღო მაშინვე შენიშნა მისი მეგობარი რომელიც ღიღინით მიდიოდა მისკენ

ჯიმინიც სპორტულებში იყო გამოწყობილი,აღსანიშმავია რომ ზედმეტად კარგადაც კი გამოიყურებოდა

-ჰეი,თეჰიონ-ხელი დაუქნია და ღიმილით გაიქცა მისკენ-მაგარია არა?ცეკვა ძალიან მომენატრა-აღფრთოვამებით წამოიძახა ბიჭმა

-მართალი ხარ,ერთი სული მაქვს ვარჯიში დავიწყოთ-დაეთანხმა მომღიმარი ქერაც-თან რიუჯინსაც ვნახავ

-ვის?-გაკვირვებით წამოიძახა ჯიმინმა

-აა,არ მითქვამს ხო?-ბიჭმა თავი უარყოფის ნიშნად გააქნია-რამოდენიმე დღის წინ კაფეტერიაში გავიცანი

-ფრთხილად,შეიძლება გულში ჩაუვარდე-სიცილით უთხრა,თან მხარზე უჯიკა

-პფფ,რა სისულელეა-ხელი ჩაიქნია თეჰიონმა

-არაა სისულელე,ბევრი იოცნებობს შენთან ყოფნაზე-თავისი აზრი გამოხატა და ცეკვისთვის განკუთვნილი ოთახის კარები გააღო

-არ გეთანხმები...-ჩუმად ჩაიბურტყუნა ქერამ და დარბაზს თვალი მოავლო:იატაკი იმდენად კარგად იყო მოწმენდილი რომ ბზინავდა,კედლებიც ღია ფერში იყო შეღებილი,მისი ნახევარი,ზედა მხარე თეთრი იყო,ქვედა კი-კრემისფერი

ბავშვებით უკვე გადავსებულიყო იქაურობდა,
ზოგი მეგობარს ელაპარაკებოდა,უმეტესობა მოთელვებს აკეთებდა,ზოგიც ახალი ბავშვების გაცნობით იყო დაკავებული

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now