*27*

1.5K 135 91
                                    

ბანაკიდან სახლამდე გზა არც ისეთი მოსაწყენი იყო, ყველამ დაიკმაყოფილა მოთხოვნილება და იმასთან მოუწია დაჯდომა ვისთანაც სურდა

მაგალითად, ჯიმინი და იუნგი ერთად მოხვდნენ, პაკის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც იაზრებდა, რომ მომავალი რამოდენიმე საათი იუნგის გვერდით იჯდებოდა, რის გამოც არც მწვანეთმიანი დარჩენილა უკმაყოფილო, პირიქით, ძალიან მოსწონდა ჯიმინის თითებზე თამაში და მის გვერდით ძილი

თეჰიონი და ჯონქუქიც დაახლოებით იმავე მდგომარეობაში იყვნენ, რიუჯინს ქერასთან დაჯდომა სურდა, თუმცა შავთმიანმა იგი დიდი უარით გაისტუმრა, რადგან თეჰიონთან თავად ყოფილიყო ახლოს

გვერდიგვერდ ისხდნენ და ხედებით ტკბებოდნენ, მაგრამ ამით სიამოვნებას ქერათმიანი უფრო იღებდა, რადგან ჯონქუქი მთლიანად იყო თეჰიონის სილამაზით მონუსხული და მთელი გზა მის ყურებაში გაყავდა, ხოლო როდესაც ქერა ეკითხებოდა თუ რატომ აკეთებდა ამას, შავთმიანი შემდეგი სიტყვებით პასუხობდა

-უბრალოდ, ულამაზესი ხარ, ყველაზე მშვენიერი არსება მთელს მსოფლიოში-რათქმაუნდა ეს თეჰიონს აწითლებდა და ყველანაირად ცდილობდა წითელი ღაწვების დამალვას, რაც მეტნაკლებად გამოსდიოდა, თუმცა ამის შესახებ ჯონქუქისგან მსუბუქ დაცინვას მაინც იღებდა

როგორც იქნა დასრულდა ეს გრძელი გზა, და ბავშვებიც დაბრუნდნენ საკუთარ სასწავლებელში

პირველი ჯონგინი შევარდა შენობაში 'ბანაობა მინდა' ს ძახილით

შემდეგ მას ბექიონი მიყვა, რომელიც არ იყო ამ პლანეტაზე იმდენად ეძინებოდა, ოთახში ასვლის შემდეგ კი პირდაპირ საწოლზე დავარდა და დიდი ხნის მანძილზე ადგომა არც კი იკადრა

თეჰიონიც თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა ტრანსპორტიდან, იმდენად იყო დაღლილი არაფრის თავი არ ქონდა, მისგან განსხვავებით კი ჯიმინი მშვენიერ ხასიათზე იყო

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now