*23*

1.4K 134 117
                                    

ადგილები მალევე გაინაწილეს ძილისთვის, საწოლში ჯონგინს და ბექიონს ეძინათ, დანარჩენებმა იატაკზე გაშალეს თავისი წამოღებული პლედები და იქ მოკალათდნენ

ჯონქუქმა თეჰიონის გვერდით დაიკავა ადგილი, რათქმაუნდა, გასაკვირი არცაა, ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა

ქერა მისგან მოშორებით მოთავსდა, არ უნდოდა უხერხულად ყოფილიყო, მაგრამ რამდენჯერაც გვერდით გაიწია, იმდენჯერ ახლოს მიიწია შავთმიანიც

-ვერ გამექცევი...-ჩურჩულით უთხრა ჯონქუქმა, ისე, რომ დანარჩენებს ვერ გაეგოთ

თეჰიონმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ხმა არ გაუცია ისე დახუჭა თვალები

-ვიცი, რომ არ გძინავს-ისევ ხმადაბლა უთხრა და მისკენ მიიწია

-ჯონქუუქ, აქ სხვებიც არიან-მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა თეჰიონმა

-მაგრამ მათგან ერთი დივანი გვაშორებს, ასე რომ...-კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ბიჭმა, მისკენ სვლა კი აასწრაფა

-ჯონქუუქ...-შავთმიანმა არაფრის თქმა არ დააცადა ისე მოექცა მის ზემოთ

-ჩშშ-ტუჩთან ხელი მიიდო-გინდა რომ სხვებმაც გაიგონ?

ქერამ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია, ჯონქუქმა ჩაიღიმა და თავი მისკენ დასწია

თეჰიონს ტუჩები აუკანკალდა, უნდოდა, მართლა უნდოდა რომ შავთმიანის ტუჩების გემო კიდევ ერთხელ შეეგრძნო, მაგრამ არა ამგვარ სიტუაციაში

თვალები მაინც დახუჭა, მაგრამ კანკალს ვერაფერი მოუხერხა

ჯონქუქმა თითქოს იგრძნო ეს დაძაბულობა და მკრთალად გაიღიმა, შემდეგ ქერათმიანის ტუჩებს აცდა და ცხვირზე ნაზად აკოცა

ასეთ ქცევას არ მოელოდა, თვალები გაახილა და გაშტერებულმა შეხედა, თან გაუხარდა, თან არა

-ეს...-ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ისე ჩაიკრა გულში ჯონქუქმა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now