*22*

1.5K 135 81
                                    

სულ მალე ჯგუფებად დაყოფილი ბავშვები ელოდნენ როდის გასცემდნენ ტყეში შესვლის ბრძანებას

მანამ კი, სანამ თამაშს დაიწყებდნენ, ყველა სტუდენტს ტელეფონი ჩამოერთვა, რათა ვერ შეძლებოდათ ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება ამ ტყის შესახებ, შემდეგ კი მათი თამაშის მოსაგებად გამოყენება

თეჰიონს უნდოდა ჯგუფი თავად აერჩია, მაგრამ ეს ჯონქუქუმა გააკეთა და სხვა ოთხ ბიჭთან ერთად მოუწია ყოფნა

იუნგის, ბექიონის და ჯონგინის საწინააღმდეგო რათქმაუნდა არაფერი ქონდა, მაგრამ უნდოდა სხვა ბავშვებიც ახლოს გაეცნო

რათქმაუნდა იუნგის ჯიმინიც არ დავიწყებია და მათთან ყოფნა შესთავაზა, თავიდან პაკი ყოყმანობდა, მაგრამ თეჰიონის თხოვნის გადამკიდე უარი ვეღარ თქვა

-აბა ბავშვებო, მზად ხართ? მაშინ დავიწყოოოთ!-დაიყვირა ახალგაზრდა ლექტორმა და სტუდენტებიც ადგილს მოწყდნენ

ზოგი სად გაიქცა, ზოგიც სად, მთელი სისწრაფით მირბოდნენ, ყველას უნდოდა პირველი ყოფილიყო

ტყე მართლაც გაუვალი იყო, ყველა ადგილი ერთმანეთს გავდა, თუ დაიკარგე, გამოსვლას ვეღარ შეძლებდი, ან ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებოდა

ლექტორებიც აბარგდნენ და თავადაც წავიდნენ დანიშნულების ადგილას, მათ მისვლა არც გაუჭირდებოდათ, ტელეფონი ადგილზე იყო, ისევე როგორც რუკა

მის ლი მაშინვე ნაცნობი კარვისკენ დაიძრა, შიგნით კი კვლავ ახალგაზრდა, შავთმიანი ბიჭი დახვდა

-მის ლი, ძალიან გთხოვთ, იქ წასვლას ნუ მაძალებთ-მუდარით შეხედა ბიჭმა, თან საყვარელი სახე მიიღო, ლექტორს გული მოულბა მისი დანახვისას, იფიქრა, თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა წამოსვლაო, მაგრამ გონს მალე მოეგო და საკუთარი პოზიცია მაინც არ დათმო

-ამას შენს სასიკეთოდ ვაკეთებ-ამოიოხრა ქალმა-გპირდები, თუ წამოხვალ, არავინ შეგაწუხებს, შენთვის იქნები, თუ გინდა გიტარაც წამოიღე, განმარტოვდი და რაც გინდა ის აკეთე

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now