*8*

1.5K 145 65
                                    

დღე მარტივად გავიდა,თუ იმას არ ჩავთვლით,რომ ჯიმინს იმედები გაუცრუვდა,როდესაც მათი ერთი-ერთი ლექტორი დანარჩენებივით ახალგაზრდა,სიმპათიური ბიჭი არ აღმოჩნდა და ერთი ჩვეულებრივი მოხუცი ქალი გამოდგა

მიუხედავად იმისა,რომ ქალი საკმაოდ განათლებული და კეთილი აღმოჩნდა,ჯიმინს მაინც არ ეხატებოდა დიდად გულზე

-თეჰიონ,წავალ ჩემს ნომერში,მაინც არაფერს ვაკეთებთ-ბიჭები დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე,სკამზე იჯდნენ,ჩუმად,ხმას არც ერთი არ იღებდა,ორივე ფიქრებში იყო წასული,ამიტომ ამით მობეზრებულმა ჯიმინმა წასვლა გადაწყვიტა,რაზეც ქერამ უბრალოდ თავი დაუქნია და გაუღიმა-მაშინ,დროებით-ხელი დაუქნია მეგობარს და საკუთარი ნომრისკენ წავიდა

თეჰიონიც მალევე წამოდგა შენობის ეზოში მდგარი ხის სკამიდან და უაზროდ დაიწყო სიარული

ვერ ამოერჩია ე.წ. ნიჭიერთა შოუზე რა გაეკეთებინა,ცეკვა შეესრულებინა თუ თავისი ხავერდოვანი ხმით ემღერა

თავად ვერ იაზრებდა რამხელა ძალა ქონდა მის შესანიშნავ ხმას,რომელსაც მის პატარაობაში არაერთხელ აუტირებია საზოგადოება,ვერ ხვდებოდა მისი ერთი შესრულებით,რამხელა ბედნიერებას ანიჭებდა ცალკეულ ადამიანებს

ვერც გაიაზრა შენობაში როგორ შევიდა,შემდეგ კი ოთახის წინ როგორ აღმოჩნდა,ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა,მხრების აჩეჩვით შევიდა ოთახში და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა...

-ჯონქუქ,რეებს ხლართავ?-სანაყინესთან ახლოს მდგარ მაგიდას ოთხი ბიჭი ეჯდა გარშემო,რომლებიც გაცხარებით განიხილავდნენ გარკვეულ საკითხს.მისი მეგობრები აშკარად არ ჩანდნენ ჯონქუქის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი,თუმცა თავად შავთმიანი ღიმილით ისახავდა გეგმებს მომავლისთვის

-არაფერსაც არ ვხლართავ იუნგი-თვალები გადაატრიალა უკვე მათი ლაპარაკით მობეზრებულმა ბიჭმა-უბრალოდ ცოტას ვერთობი

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now