*17*

1.6K 148 178
                                    

შავთმიანი ბიჭი დირექტორის კაბინეტში იდგა და საკმაოდ სერიოზული ქალის გადაწყვეტილებას ელოდა,შინაგანად ისე ნერვიულობა უარის მიღების შემთხვევაში,რომ თითქოს ამაზე მისი სიცოცხლე ყოფილიყოს დამოკიდებული

-ბატონო ჯონქუქ,თქვენ გინდათ რომ პირველკურსელების ექსკურსიაზე წახვიდეთ,ასეა?-ბიჭმა თავი მკრთალად დაუქნია-მაშინ,შეიძლება ამის მიზეზი გავიგო?

-რათქმაუნდა,მე უბრალოდ მინდა ისინი უკეთ გავიცნო და მათთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბო-კურდღელივით გაეკრიჭა რამაც ერთგვარი ზეგავლენა იქონია დირექტორზე

-აჰ,მაშინ კარგით,რატომ უნდა დაგიშალოთ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება სხვა ბავშვებთან-ჯონქუქმა კვლავ გაუღიმა და გაიფიქრა "ხო,მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის"

ბოლოს ქალბატონი ჩო საქაღალდეების ქექვას შეუდგა,რათა ჯონქუქის პირადი საქმე ეპოვა,სწორედ მაშინ შეამჩნია შავთმიანმა დირექტორის მაგიდაზე მოთავსებული საქაღალდეები,რომლებსაც სხვადასხვა მოსწავლეთა სახელები ეწერა ყდაზე

თავიდან ვითომც არაფერი მას ისე კითხულობდა,მანამ,სანამ ნაცნობი სახელი არ შეამჩნია

"კიმ თეჰიონი"

ნათლად ამოიკითხა მუქი ფერის მყარ ქაღალდზე,როგორც ჩანს დირექტორი ზედმეტად დაკავებული იყო შავთმიანის საქაღალდის ძებნით,ამიტომ სანამ უკან შემოტრიალდებოდა შავთმიანმა ფრთხილად აიღო სასურველი ნივთი და ასევე ფრთხილად დაიწყო მისი დათვალიერება

-სახელი:კიმ თეჰიონი
-საცხოვრებელი ადგილი:კორეა,ბუსანი
-ადგილმდებარეობა:
სეჯონგის რაიონი

მეორე ფურცელზე გადაშალა და კვლავ ჩაუყვა მსგავს ინფორმაციას ქერათმიანის შესახებ,თუმცა რამაც თავზარი დასცა,გაახარა,გააბრაზა და რამაც მასში უამრავი გრძნობა ერთად გამოიწვია,ეს თეჰიონის სკოლისდროინდელი ფოტო იყო

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now