*32*

1.2K 126 34
                                    

უკვე ძილის დრო მოვიდა, ვახშმის შემდეგ ყველა იმ ოთახში შევიდა რომელიც თვითონ აირჩია, ეს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული

თეჰიონი სულ იმის იმედზე იყო, რომ მარტო მოხვდებოდა, საბედნიეროდ ასეც მოხდა, ოთახი, რომელიც მან აირჩია, ცარიელი დახვდა

ღიმილით მოავლო გარემოს თვალი, სადა ფერები ერთმანეთს ეხამებოდა, ტანსაცმლის კარადა, საწოლი, სამუშაო მაგიდა და სხვა წვრილ-წვრილი ნივთები იყო განლაგებული, რაც შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა

რადგანაც ქერათმიანი ზედმეტად იყო დაღლილი და ძალიან ეძინებოდა, არც დაფიქრებულა ისე დაეცა საწოლზე, თვალები მას აღარ ემორჩილებოდა, ერთხელ დაამთქნარა და გაფიქრებაც ვერ მოასწრო ისე ჩაეძინა

სულ მალე კარების გაღების ხმა გაისმა ოთახში, საშუალო სიმაღლის ბიჭი ღიღინით შევიდა შიგნით, ისე რომ შუქიც არ აუნთია, ხალათი ქონდა ტანზე შემოცმული და სველ თმას პირსახოცით იშრობდა, არც დაუხედავს ისე დაეცა საწოლზე მთელი ძალით

-აუჩ!-ბიჭის ნაზმა ხმამ ოთახში ექოდ გაიჟღერა-დასვენებასაც არ გაცლიან რაა

-უკაცრავად?!-შავთმიანი დენდარტყმულით წამოხტა საწოლიდან და შუქი სწრაფად აანთო

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-ქერამ ხელი თავზე იტაცა, ალბათ გადაღლილობის გამო ასტკივდა

-ამას მეუბნება ადამიანი, ვინც ჩემს ოთახში დაუკითხავად შემოვიდა და დაძინებას ცდილობდა-თვალები აატრიალა ჯონქუქმა

-შენს ოთახში?-თეჰიონი ცოტა ხანს ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა, ისე იყო დაღლილი ამ პატარა წინადადებასაც კი ვერ უშვებდა თავში-მკიდია, მაინც დავიძინებ

ისევ თავის ყოფილ პოზას დაუბრუნდა და ძილის შებრუნება სცადა

-ჰაჰ, და გგონია ამის უფლებას მოგცემ?-წარბები შეკრა შავთმიანმა

-თუ არც-ბალიშიდან ამოილუღლუღა ბიჭმა

-წადი თორემ ძალით გაგაგდებ-მის მუქარას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ქერათმიანი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა

ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now