*36* {ფინალი}

2.3K 155 160
                                    

დღის ისევ იგივე რუტინა, გაღვიძება, ლექციები, მეცადინეობა და ბოლოს, დაღლილზე ძილი

ბოლო ორი თვის მანძილზე, ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის უკვე ნაცნობ წყვილთა ურთიერთობა, უფრო გამყარდა

ყველა ბედნიერი იყო

მართალია მეცადინეობაში ზოგჯერ ღამეების გათევაც დასჭირვებიათ, თუმცა ერთმანეთი აბედნიერებდათ, რაც უკვე ყველაფერს ხაზს უსვამდა, ისინი კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით

მალე გამოცდები უნდა ყოფილიყო, ბავშვების ნერვიულობას კი, საზღვარი არ ჰქონდა

ეს ჩვეულებრივი გამოცდა იყო, რომელიც პირველკურსელებისთვის, ყოველ რამოდენიმე თვეში ერთხელ ტარდებოდა, რითიც ბავშვებს ასე ვთქვათ ცდიდნენ, აინტერესებდათ რამხელა შესაძლებლობები გააჩნდათ იქ მყოფ სტუდენტებს

დილით თეჰიონი დასიებული თვალებით წამოდგა საწოლიდან, მაგიდაზე მოთავსებულ პრეზენტაციას ბუნდოვნად ხედავდა, თუმცა შეეძლო ეთქვა, რომ ეს მისი მთელი ღამის ნამუშევარი იყო

-"ამად ღირდა.."-ოდნავ გაიღიმა და მთქნარებით შევიდა სააბაზანოში, თავი მოიწესრიგა, შემდეგ კი ოთახიდან მოთენთილი გავიდა

როგორ ეზარებოდა ლექციებზე დასწრება და ლექტორების უაზრო ლაყბობების მოსმენა, თუმცა რას იზამდა, ეს ხომ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი იყო, იქ ყოფნა კი, დიდ შრომას მოითხოვდა

გზად მის რამოდენიმე კურსელს მიესალმა, ეცადა ღიმილიანი და ბედნიერი სახე ჰქონოდა, რაც მეტ ნაკლებად გამოუვიდა

აუდიტორიაში შესვლის თანავე, თავისუფალ ადგილას მოთავსდა და თავი მაშინვე მაგიდაზე დადო, რა წამს მის გვერდით სხეულის დაჯდომის ხმა გაიგო

-თეჰიონ!-ნეტა სცოდნოდა ქერათმიანს, ჯიმინი ასეთი ბედნიერი რა მიზეზით იყო, სამ დღეში ხომ ურთულესი გამოცდები იყო დაგეგმილი

🎉 You've finished reading ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია) 🎉
ბრძოლა პირველი სიყვარულისთვის (დასრულებულია)Where stories live. Discover now