მაგრამ იუნა ვეღარ ისვენებდა საწოლში...
ადგა და კაკაოტოლკი გახსნაPrincess01: ჩანიოლ ეს შენ ხარ?
ჩანიოლს უკვე ეძინა და მესიჯის დაწკარუნებამ შეაღვიძა. დახედა ტელეფონს და თავიდან თვალებს არ დაუჯერა იფიქრა კიდევ მძინავსო. თუმცა მალევე მოაჭყიტა თვალები და საწოლიდან წამოხტა.
თავში ათასი აზრი უტრიალებდა. რატომ ეხლა? საიდან? როგორ? რა ვუპასუხო? კიმაგრამ რა მოხდა.?ადგილს ვერ პოულობდა ცივმა ოფლმა დაასხა. თითქოს სუნთქვა უჭირდა ფილტვებზე ისე აწვებოდა სიმძიმე. ყელში ბურთი გაეჩხირა თითქოს. არ იცოდა რა ექნა. ხარბად ჩაისუნთქავდა ჰაერის თოთოეულ წვეთს. და ცდილობდა გონს მოსვლას. ბოლოს ძალა მოიკრიბა და პასუხი დაუბრუნა
Chan61: ვინაა ჩანიოლი?ამ პასუხის მიღებაზე იუნა ისევ დაიბნა. რა უნდა ეპასუხა ვინაა. თუ მართლა ჩანიოლს ელაპარაკება, ხომ არ ეტყვის ბიჭია რომელიც მომწონსო ეს იმას ნიშნავს რომ უტყდება. რაც არ უნდოდა. რა ექნა. რა პასუხი გაეცა. გრძნობებს აჰყვა და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა ამ მესიჯის მიწერით. მაგრამ თუ ის ჩანიოლია მან უკვე ისედაც ყველაფერი იცის იუნას გრძნობებზე. რა შეიცვლება იმით თუ ყველაფერს ნათელს ეხლა მოჰფენს. ჯობია დაიცადოა მაინც არაფერი შეიცვლება.
Princess01: ერთი კანდიდატია. უბრალოდ რატომღაც მეგონა ის იყავი.
Chan61: რატომ გეგონა?
Princess01: არ ვიცი უძილობის ბრალია შეიძლება.
Chan61: მოგწონს?
Princess01: მას სხვა უყვარს. ვფიქრობ როგორც არ უნდა მომეწონოს მას ხელიდან ვერავის გამოვგლეჯ. წლებია სხვა უყვარს.
Chan61: ასეთი არასდროს მინახიხარ. მისი სურვილები პირველია შენთვის. და არა შენი?
Princess01: როგორც ჩანს
Chan61: როდის მერე გახდი ესეთი?
Princess01: ვფიქრობ გუშინ ღამით!
Chan61: პატარავ უნდა წავიდე ეხლა. მეთვითონ შეგეხმიანები. ეს პერიოდი ძალიან დაკავებული ვიქნები შეიძლება პასუხი ვერ გაგცე.
Princess01: კი მაგრამ ეს აქამდე არასდროს გაგიკეთებია, როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყავი.
Chan61: პატარა პრინცესა თითქმის 10 საათია განსხვავება. როცა შენ იღვიძებ მე ვიძინებ და პირიქით როცა მწერ ვცდილობ ძალა მოვიკრიბო რომ მოგწერო. ეს დღეები კი დასვენება მჭირდება რომ საქმეს ყურადღება მივაქციო. ამიტომ გეუბნები.
Princess01: კარგი გასაგებია!
BẠN ĐANG ĐỌC
🔞Online Friend / Almost Stepbrother (დასრულებული)
Lãng mạnისტორია არის გოგონაზე რომელსაც ნახევარძმა ჩაგრავდა. რის გამოც ხალხთან ურთიერთობის პრობლემა შეექმნა და ამოეფარა ეკრანს/სოცილურ ქსელებს. თუმცა ყველაფერი იცვლება როდესაც 16 წლის ასაკში ის გადაწყვეტს წავიდეს ამერიკაში.