9. შეხვედრა

1K 101 8
                                    

იუნას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს სულმოუთქმენალად ელოდებოდა გათენებას. თავში ათასი აზრი უტრიალებდა. როგორი იყო ბიჭი რომლის სახელიც არ იცოდა.
მაღალი-დაბალი? მსუქანი-გამხდარი? ქერა-შავგვრემანი? რეალურად მართლა ისეთი პიროვნებაა როგორც ეკრანს მიღმა. როგორია მისი თვალები? ცხვირი ? ტუჩები? ჩაცმულობის სტილი? ეს ყველაფერი სიგიჟემდე აინტერესებდა.
როგორც იქნა ამ ფიქრებში გაილია უსასრულო ღამე და მზის სხივმა შემოანათა იუნას ფანჯრებში. გოგონა მაშინვე წამოხტა ფეხზე შევარდა აბაზანაში და დაიწყო გამზადება. საგულდაგულოდ არჩევდა თითოეულ ტანსაცმელს. არ უნდოდა გამომწვევად ჩაეცვა არ უნდოდა ზედმეტად მოსაწყენად ჩაეცვა. რაღაც საშუალო უნდოდა.
წავიდა სალონში და მუქ შავ თმებში იასამნისფერი ფერის მელირება გაირია. რაღაც ახალი უნდოდა მის თავში. დაბრუნდა სახლში და ელოდებოდა როდის გახდებოდა 6 საათი რომ ენახა ბიჭი რომელიც სიგიჟემდე აინტერესებდა.
გახსნა აპლიკაცია თავის ტელეფონში და გადაწყვიტა მიეწერა ცოტა დრო ასე ჩაეხშო.
Princess01: ემზადები?
Chan61: კი შენ?
Princess01: რომ არ მოგეწონო?
Chan61: უკვე მომწონხარ! გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის?
Princess01: არა რა თქმა უნდა
Chan61: მაშინ ნურაფერი გაღელვებს.
Princess01: სად შევხვდეთ?
Chan61: სად გინდა?
Princess01: ატრაქციონების პარკთან. წითელი შარვალი მეცმევა თეთრი ზედით. თმა შავი მაქვს იასამნისფერი მელირებით.

ჩანიოლმა რომ წაიკითხა იასამნისფერი მელირება შვებით ამოისუნთა. მიხვდა რომ სხვა ადამიანი იყო და არა ის ვისი ისტორიაც მიამსგავსა მისი "დის" ისტორიას ჯონგინთან. რადგან გუშინ მის "დას" არანაირი მელირება არ ქონია. მცირე ფიქრის შემდეგ პასუხი დაუბრუნა.
Chan61: კარგი არ დავიგვიანებ.
......

როგორც იქნა საათმა ჩამოკრა 5 საათი. და იუნა გავიდა სახლიდან რომ ოდნავ ადრე მისულიყო პარკთან.
იდგა პარკის შესასვლელთან. და ამჯერადაც ყურებში ყურსასმენები ქონდა გაკეთებული უსმენდა მუსიკას და ფიქრობდა ბიჭზე რომელიც უნდა ენახა. ათვალიერებდა ხალხს. ამჯერად თვალები არ დაუხუჭავს. თითოეულ გამვლელს დიდი ინტერესით ათვალიერებდა. თითოეულ ბიჭს დიდი ინტერესით უყურებდა. რომელიმე ხომ არ იყო ის ვინც მასთან მივიდოდა. . .
.....

🔞Online Friend / Almost Stepbrother (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora