3. გამომშვიდობება

1.6K 133 8
                                    

ჯ: ხვალ მიდიხარ?
ი: კი
ჯ: რამდენი ხნით?
ი: სკოლას იქ დავამთავრებ და მერე ვნახოთ.
ჯ: როგორ არ მომწონს ესე გაურკვევლად.
ი: ყოველდღე მოგწერ
ჯ: ჰოო. გაგაცილო?
ი: თუ გინდა
ჯ: მინდა!

...

აეროპორტში ვიდექი და ჯონგინს ველოდებოდი. როდის მოვიდოდა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა. მან საოცრად შემცვალა. ?! მე მგონია რომ შემცვალა. თუ ეს მხოლოდ მასთან ხდება. თითქოს უფრო გახსნილი გავხდი. თუ ეს მარტო ჩემი აზრია. მომენატრება.
მასთან ერთად სეირნობა მომენატრება.
მისი ღიმილის დანახვა.
და ის თუ როგორ იცვლება ჩემი გულის რითმი მის დანახვაზე.
ნეტა რა გრძნობა უნდა იყოს ეს.
თავს მასთან სხვა ადამიანად ვგრძნობ.

ვიდექი აეროპორტის შესასვლელთან და ვიცდიდი. თითქოს რაღაც გრძნობა უკან მხევდა. წასვლის სურვილს მიქრობდა. ბილეთი რომელიც ხელში მეჭირა. ვუყურებდი და გვერდით ნაგვის ურნაში გადაგდებას ვნატრობდი.
მუჭს ძლიერ ვუჭერდი და ბილეთის კუთხე მუჭაში იკეცებოდა. საათს ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ასე თვითმფრინავზეც დამაგვიანდებოდა. მაგრამ მან მითხრა რომ გაცილება უნდოდა. მე მას უნდა დაველოდო. დავინახო ბოლოჯერ. ვინ იცის კიდევ რამდენი ხნის შემდეგ შევხვდები. ან შევხვდები კი საერთოდ. . .

ფიქრებში გადიოდა დრო. მინის კედელს ავეკარი და მუსიკას ვყვებოდი. თვალები დავხუჭე და ვიცდიდი. ვიცდიდი სიცარიელეში. ამდენი ადამიანი იყო მაგრამ მე მას ვუცდიდი. მას ვეძებდი გულით, რადგან თვალები დახუჭული მქონდა.

უეცრად ვიგრძენი ხელის ძლიერი შეხება. მსგავსი სიძლიერის შეხება აქამდე არ მიგრძვნია. თვალების გახელა ვერც მოვასწარი. ისე აღმოვჩნდი ვიღაცის გულზე აკრული. ყურებში ყურსასმენები მეკეთა. მაგრამ მისი სწრაფი გულისცემი ვიბრაციას ვგრძნობდი.

თვალი გავახილე და ჯონგინი დავინახე რომელიც ძლიერ მეხუტებოდა და რაღაცას ამბობდა. მაგრამ ეს რაღაც საერთოდ არ მესმოდა.

🔞Online Friend / Almost Stepbrother (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant