11. ეს ეხლა და ახლავე

1K 107 11
                                    

აკოცა...

რამდენიმე წამით თითქოს იუნაც შეყვა. თვალები დახუჭა კოცნისას. . . მაგრამ... მალევე გონს მოეგო... მთელი ძალით ხელი კრა ჩანის და სახეში ისეთი სილა გააწნა ბიჭს სახე 180 გრადუსით შეუტრიალდა. ბიჭის თეთრ სახეს წითლად პატარა ხელის ხუთივე თითი დაეტყო.

ი: რას აკეთებ შენი აზრით?
ჩ: მ..მეე.. არ ვიცი... უბრალოდ....
ი: შემეშვი..

იუნა სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ტუალეტიდან. და მანქანისკენ გაიქცა. რულთან დაჯდა და დიდი სისწრაფით წავიდა სახლში.
გამწარებული იყო. მის თავში ათასი აზრი ტრიალებდა. მაგრამ ყველაზე მეტად ის აფიქრებდა თუ რატომ აყვა რამდენიმე წამით. რატომ მოუნდა მასაც მისთვის კოცნა.

...

იუნა იმ უნივერსიტეტში ჩაირიცხა სადაც ჩანიოლი სწავლობდა. ჩანი უკვე მეორე კურსზე იყო. იუნა კი პირველზე.
ჯონგინს სწავლა არ უყვარდა თუმცა იუნას გამო მანაც შეიტანა საბუთები უნივერსიტეტში რომ უფრო ხშირად გაეტარებინა დრო მასთან.

ჩანიოლო უნივერსიტეტში პოპულარობით სარგებლობდა. მისი ხშირი სტუმარი იყო ბექიონი რომელიც უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად გოგოების შესაბმელად დადიოდა.
ყველა გოგო ჩანიოლს კისერზე ეკიდებოდა. ზოგი მისი ძმაკაცების გამო რომ რომელიმესთან გზა გახსნოდათ ზოგსაც ჩანიოლის საწოლში მოხვედრა სურდა. .
რა თქმა უნდა იუნა ამ სანახაობას ყოველდღე ხედავდა. გოგოები ჯონგინსაც არ აძლევდნენ გასაქანს. მაგრამ ბიჭი იუნას არ სცილდებოდა გვერდიდან. და ყველას ეუბნებოდა რომ უკვე საცოლე ყავდა. რასაც ვერ ვიტყვით იუნაზე. ის თავისუფლად ეცნობოდა ყველას და ისიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ბიჭებში ისე გოგოებში. ბიჭებს მისი ვიზუალი იზიდავდა გოგოებს კი სტატუსი. ბევრსაც უბრალოდ ის მოსწონდა რომ მასთან ახლოს ყოფნით ჯონგინთან და ჩანიოლთან იყვნენ ახლოს...

მთელი ეს პერიოდი იმ დღიდან მოყოლებული ჩანიოლი იუნას განსაკუთრებულად ექცეოდა. . .
სულ ცდილობდა მისთვის ესიამოვნებინა და ისეთი არაფერი გაეკეთებინა რაც მის უკვე შელახულ რეპუტაციას გააუარესებდა... გოგოებს ახლოსაც არ იკარებდა. თუმცა ეს არ ჩანდა. ლანჩის დროს იგი ცდილობდა იუნასთან და ჯონგინთან დაჯდომას. მაგრამ გარშემო ორი სამი გოგო მუდმივად ეკიდებოდა. ზოგი თმაზე ელაქუცებოდა ზოგი ბარძაყზე და ლანჩის ნაცვლად ჩანიოლს უფრო ჭამდნენ.

🔞Online Friend / Almost Stepbrother (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora