გოგო დიდი შენობის წინ იდგა,რომელსაც მსხვილი ასოებით ლამაზად ეწერა Mirrors Dance Studio. ყველაფერი შუშის იყო,შემოსასვლელში ყვავილები ლამაზად ჰქონდათ დარგული. იდეალურობას არაფერი უკლდა და სოაც შთაბეჭდილების ქვეშ იყო.
ნერვიულობდა,რადგან დიდი ხანია სრული დატვირთვით არ უვარჯიშია,ამიტომ არ იცოდა როგორ გაართმევდა დღევანდელ სიტუაციას თავს. ღელავდა,რომ საკმარისად კარგი არ აღმოჩნდებოდა და ქორეოგრაფებს არ მოეწეონებოდათ,მოცეკვავეები კი დასცინებდნენ.წამოსვლის წინ დედამ და მამამ უამრავი კომპლიმენტი უთხრეს,დაამშვიდეს და საკუთარი თავის რწმენით აავსეს,მაგრამ როცა ახლა შენობის წინ იდგა ,შიში მთელს სხეულს ედებოდა. აქ მარკმა მოიყვანა,რომელიც გზაში დაუღალავად ამშვიდებდა და ეუბნებოდა,რომ გამოუვიდოდა,რომ ყველაფერს შეძლებდა და ყველას გააოცებდა,თუმცა როცა მარკს მოშორდა საკუთარ თავში კვლავ ეჭვი შეეპარა.
როცა როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიფა და სტუდიაში შევიდა,ორმაგად გაოცდა. ირგვლივ ცისფერი სჭარბობდა,კედლებზე ცნობილი მოცეკვავეების ფოტოები იყო გაკრული,მათ გვერდით კი ის ჯილდოები,რომელიც ოდესმე ამ სტუდიას მოუგია. შესასვლელი ჰოლი უზარმაზარი იყო და თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე ხმას გამოსცემდა. სოა მთავარი დარბაზისკენ მიდიოდა,თან თავს იწყნარებდა და მარკის სიტყვებს იხსენებდა.
"-შენ ლი სოა ხარ,ერთ-ერთი საუკეთესო,ყველაფერი გამოგივა და ყველაზე შთაბეჭდილებას მოახდენ. მე მჯერა შენი"
კარი ძლივს შეკოწიწებული თავდაჯერებით შეხსნა და პირველი რაც დაინახა,უდიდესი სარკე იყო,რომელშიც ანარეკლები ირეოდნენ. ზოგი ერთმანეთს ესაუბრებოდა,ზოგი ვარჯიშობდა და ზოგიც უბრალოდ იჯდა. ყველა მის საქმეში ჩანდა გართული,ამიტომ ახლად შემოსულისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
სოამ გარემო დაკვივრებით მოათვალიერა,ყველა შეისწავლა და საბოლოოდ ის იპოვა,ვისაც ეძებდა. კიმ ჯონგინი,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქორეოგრაფი კორეაში.
YOU ARE READING
°Lu•Min•Ous°
Fanfiction"Through dance we meet each other" "thats means..." "Thats means dance is our destiny"