დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ გოგო წყვეტს,რომ ძალიან გრადნიოზულადაც არ ჩაიცვას და ერთ უბრალოდ,ფარფატა კრემისმერ კაბაზე აჩერებს არჩევანს.
არაფრით გამორჩეული,ნაჭრის კაბა სოას ძალიან უხდება და უფრო სადას,ნაზზს ხდის. თმას უბრალოდ იშლის და მხოლოდ მცირე მაკიაჟს ისვამს,რადგან არ უყვარს და ვერ ეგუება,როცა სახეზე რაღაც ადევს. ფეხზე არც ისე მაღალ ქუსლიან კრემისფერ ფეხსაცმელს იცვამს და სარკეში იყურება.
გოგო ლამაზია,თანაც ძალიან ლამაზი. კაბა ლამაზად აზის ტანზე და უხდება კიდეც.
სოას ფიქრებიდან კარზე კაკუნი აფხიზლებს და თავს მისი მიმართულებით ატრიალებს.
-შემოდი - იძახის ჩუმი ხმით და ელოდება როდის შემოუხსნის კარს მისი ძმა.
-მზად ხარ? - მართლაც მარკი აღებს კარს და როცა გოგოს ხედავს სუნთქვა ეკვრება,თავიდან ბოლომდე აათვალიერა და ტუჩები მომუწა - დღეს ფხიზლად უნდა ვიყო.
-კარგი რა - წითლდება მის წინ მდგომი და თმას გვერდით იყრის - აჭარბებ.
-სოა,ასეთ მინიმალისტურ კაბაშიც კი ბრწყინავ - კომპლიმენტს ეუბნება.
-მადლობთ - ეცინება - ახლა კი,წავიდეთ.
მარკი თავს უქნევს და პირველ სართულზე ჩადის,სადაც მშობლები ელოდებიან.
გოგოს დანახვისას დედამისი ყალბ ცრემლებს ყრის და ჩუმად ქვითინებს,თითქოს დღეს სოას ქორწილი ჰქონდეს,მამა კი ცოლს ჩუმად დასცინის და ამავდროულად ამაყი თვალებით შეჰყურებს ქალიშვილს.-ყველაზე ლამაზი გოგო მყავს მსოფლიოში - ამბობს მისტერ ლი და შვილს ამაყად გაჰყურებს.
-სუნკი,მსოფლიოში საუკეთესო შვილი გვყავს - ახლა ქალი ყვირის ბედნიერი და გოგოს ხელს ავლებს - როგორი ლამაზი ხარ დედი.
-დედა,გვეჩქარება - კართან მდგომი ბიჭი ახველებს - სულ სახლში არ გყავთ? ერთხელ მიმყავს წვეულებაზე.
أنت تقرأ
°Lu•Min•Ous°
أدب الهواة"Through dance we meet each other" "thats means..." "Thats means dance is our destiny"