11.More than anything

136 34 7
                                    

-მოიცა რას აკეთებ - მხიარულად ყვირის ჯენო და გოგოს ხელს კიდებს - რამე არ მოიმტვრიო სოა,გაჩერდი.

-ჯენო,ნახე რა მაგარია - აღფრთოვანებით ყვირის და უკან იხედება - ჯისო,შენც ცადე.

-არ მინდა სოა,მადლობა - უხერხულად იღმის ბიჭიც და ჯენოს და გოგოს ჩაკიდებულ ხელებს თვალს ვერ აშორებს.

-მოდი რა,აქ რა არის საშიში - თვალებს ატრიალებს და ფეხებს უფრო მყარად დგამს - სნოუბორდია ონლაინში.

-არ მეშინია,უბრალოდ საკუთარ თავს ვუფრთხილდები - იცავს თავს ჯისონი,მაგრამ მაინც მიდის გოგოსკენ და ჯენოს მაგივრად ის კიდებს ხელს - და ფრთხილად იყავი,კინაღამ ჩამოვარდი.

-კინაღამ არ ითვლება ჯისო - ხითხითებს გოგო და ყურადღება მონიტორზე გადააქვს.

აზარტში შესული ბოლო ხმაზე ყვირის და ხან იქით იხრება,ხან აქეთ. ჯისონიც თავისთავად მაგრად არის ჩაფრენილი და არ უშვებს,რადგან ეშინია თავს რამე არ დამართოს. 

სოიონი და ჯენო უკან დგანან და მათზე იცინიან.

-გვრიტები - თქვა სოიონმა და ხელები მკერდთან გადააჯვარედინა - რა საყვარლები არიან.

-ჩვენც ვიქნებოდით საყვარლები ,შენ რომ არ ჯიუტობდე - წყვილზე თვალმოუშორებლად ამბობს ჯენო,მაგრამ ხმაში ეტობა თუ როგორ სტკივა ეს თემა.

-ჯენო... - იწყებს გოგო,თუმცა ჯენო თავს აქნევს და ხვდება,რომ ბიჭს ამ თემაზე საუბარი არ უნდა. ყოველ შემთხვევაში აქ და ახლა.

-რატო არ სცდით თქვენც? - სიცილით მოდის მათთან სოა,უკან კი დაბღვერილი ჯისონი მოყვება.

-ეს რატომ იბღვირება მთელი დღეა? - ჯენო თავით ჯისონისკენ ანიშნებს გოგოს და მხრებს იჩეჩავს.

-არ ვიბღვირები - კვლავ დაბღვერილი ამბობს ბიჭი და სოას ხელს კიდებს - არ გინდა წავიდეთ? თთქმის ყველაფერი გამოსცადე რაც შენობაშია,როგორ არ დაიღალე.

°Lu•Min•Ous°Donde viven las historias. Descúbrelo ahora