9.First Kiss

161 34 13
                                    

-კარგი რა ჯისონ,წამოდი - მკლავზე ექაჩება ბიჭს,მაგრამ უშედეგოდ.

ჯისონი ქანდაკებასავით ადგილსაა მიყინული და შეშინებული გამომეტყველებით აჰყურებს ამერიკულ მთებს. მზერაში უდიდესი პანიკა ეტყობა,ნერწყვს მძიმედ ყლპავს და ატრაქციონს თვალს არ აშორებს. შუბლზე ოფლი ასხამს და ამ სიცივეში ისე ცხელა,რომ ქურთუკს იხსნის.

სოა მხოლოდ ოხრავს და ხელებს გულმკერდზე გაბუტული ბავშვივით იჯვარედინებს. სახეს მანჭავს და ბიჭს თხოვნით უყურებს.

-კარგი რა სოა,მოვკვდები - საბოლოოდ ნებდება ბიჭი და მზერა მასზე გადააქვს - რამ სიმაღლეა ,ნახე.

-მარტო ვერ ვბედავ,მეშინია - ენას აწკლაპუნებს სოა და ბიჭს ხელზე ეჭიდება - შენ კი თქვი,რომ ეს ჩვენი პირველი პაემანია და არ გინდა რომ ცუდად გავატაროთ,არა?

-მანიპულატორი ხარ სოა - მოჩვენებითი გაბრაზებით ეუბნება,თითებს მისაში ხლართავს და ატრაქციონისკენ მიიწევს - თუ მოვკვდი,შენზე იქნება იცოდე.

-დაკრძალვის ხარჯებს მე ავანაზღაურებ - ხელს მაღლა ღმართავს და აჟიტირებული მიყვება.

ადგილზე მისულებს გრძელი რიგი და ყაყანი ხვდება,ამიტომაც მათაც უწევთ ჩადგომა.

-ხომ იცი,შემიძლია პირველები წავიდეთ - წარბებს ათამაშება ჯისონი.

-ეგ თაღლითობაა - უკმაყოფილოდ აჰყურებს ქვემოდან.

-არაფერიც - ენას უყუფს ბიჭი - თანამდებობის სწორად გამოყენებაა.

-უფლებამოსილების გადაჭარბებაა - ეწინააღმდეგება სოაც და ორივეს ეცინება.

ძალიან მარტივი იყო ურთიერთობა,როცა არცერთს არაფერი უღიარებია.
ერთმანეთთან გახსნილები და თავისუფლები იყვნენ და ეს ბედნიერებას ანიჭებდათ.

მოულოდნელად ქარმა დაუბერა და სოას თმა აუფრიალა. ჯისონმა თვალი ვერ მოსწყვიტა მის სილამაზეს. უხაროდა,რომ ახლა მის გვერდით იდგა და მის გამო ასე ლაღად იცინოდა.

°Lu•Min•Ous°Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang