სოა დახლთან იდგა და ასუფთავებდა.მართალია,გასუფთავება არ სჭირდებოდა,მაგრამ გოგოს უყვარდა როცა ყველაფერი ბრწყინავდა. ეზიზღებოდა ყველანირი სიბინძურე და განსაკუთრებით მტვერი,რადგან ალერგია ჰქონდა და ყოველ შესუნთქვაზე ცემინება ეწყებოდა.
არაფრით გამორჩეული,ჩვეულებრივი იჯახის შვილი იყო,უფრისი ძმით და მოსიყვარულე მშობლებით. ცხოვრებაში არაფერი აკლდა და ყველაფერი ჰქონდა,მაგრამ თავში არ ავარდნია და სულ მალავდა ამის შესახებ.სურდა ჩვეულებრივი ყოფილიყო,ისევე როგორც სხვა დაანრჩენები.
მშობლების საამაყო გოგო იყო. სკოლაში კარგად სწავლობდა,ყველა მასწავლებელს უყვარდა და საუკეთესო დისციპლინითაც გამოირჩეოდა. მუდამ დამჯერი და ჩუმი იყო,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ხმასაც უწევდა და თავს არავის აჩაგვრინებდა.
მუქი თმით,პატარა აღნაგობითა და ყველასთვის სასურველი ფორმებით გამოირჩეოდა. ძმა სულ ეუბნებოდა,რომ აუცილებლად მოიტაცებდნენ,რადგან ძალიან ლამაზი იყო.
ბავშვობიდან ოცნებობდა საკუთარი კაფე ჰქონოდა,რაც აიხდინა კიდეც და ახლა ზუსტად იმ კაფეში დგას და ასუფთავებს.
ბიზნესი კარგად მიდიოდა. ხალხს ძალიან უყვარდა სოას კაფე და ხშირადაც სტუმრობდნენ მას. თუმცა ვის არ მოეწონებოდა ყველანარი სიმყუდროვით აღჭურვილი პატარა,მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ადგილი.
პატარა,მაგრამ კომფორტული იყო იქაურობა. ღია ყავისფერ ფერს ლამაზად ეხამებოდა ოქროსფერი. კედლებზე თაროები იყო მიჭედილი,სადაც უამრავი წიგნი იმშვნებდა თავს.ამ წიგნების წაკითხვა კაფეში შემოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლო სრულიად უსასყიდლოდ და სოა ნებას აძლევდა წაეღოთ კიდეც,ოღონდ ერთი პირობით:ისინი აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ.
სკამების მაგივრად პუფები იდგა და ისეთი გარემო იქმნებოდა,როგორზეც მუდამ ოცნებობდი. იყო მაგიდები სკამებთან ერთადაც,მაგრამ შემოსულები მაინც ბალიშებს ან პუფებს ამჯობინებდნენ.
VOCÊ ESTÁ LENDO
°Lu•Min•Ous°
Fanfic"Through dance we meet each other" "thats means..." "Thats means dance is our destiny"